ფსალმუნები
შაბათის საგალობელი.
92 მადლობას უნდა გწირავდეთ, იეჰოვა,+
და ვუგალობდეთ შენს სახელს, უზენაესო,
2 დილით შენს ურყევ სიყვარულს*+ ვუმღერდეთ
და ღამით — შენს ერთგულებას
3 ათსიმიანი საკრავისა და ლუტნის თანხლებით,
ქნარზე აჟღერებული ჰანგებით!+
4 გავიხარე, იეჰოვა, შენი საქმეებით;
სიხარულით ვყიჟინებ შენი ნახელავის გამო.
5 რა დიდებულია შენი საქმეები, იეჰოვა!+
რაოდენ ღრმაა შენი აზრები!+
7 როცა სარეველასავით მომრავლდებიან ბოროტნი
და ავისმქნელნი გაიფურჩქნებიან,
მაშინ სამუდამოდ მოისპობიან ისინი.+
8 შენ კი სამარადისოდ განდიდებული ხარ, იეჰოვა!
9 გაიხარე შენი მტრების მარცხით, იეჰოვა,
იხილე, როგორ დაეცემიან ისინი;
გაიფანტება ყველა ავისმქნელი.+
11 მზერას მოვავლებ დამარცხებულ მტერს,+
მოვისმენ ბოროტთა დაცემის ამბავს, ჩემ წინააღმდეგ რომ აღმდგარან,
ის არის ჩემი კლდე+ და არ იპოვება მასში უსამართლობა.