სამუელი — წიგნი პირველი
15 უთხრა სამუელმა საულს: «იეჰოვამ გამომგზავნა, რომ მისი ხალხის, ისრაელის, მეფედ მეცხე.+ ახლა მოისმინე, რას გეუბნება იეჰოვა!+ 2 აი, რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „პასუხს მოვთხოვ ამალეკს იმისთვის, რაც მან ისრაელს გაუკეთა, ეგვიპტიდან გამოსულს წინ რომ აღუდგა.+ 3 ახლა წადი, თავს დაესხი ამალეკელებს+ და გაანადგურე ისინი+ და მთელი მათი ქონება. ნუ დაინდობ მათ, მოკალი+ კაციცა და ქალიც, ბავშვიცა და ჩვილიც, ხარიცა და ცხვარიც, აქლემიცა და ვირიც!“»+ 4 შეკრიბა საულმა ხალხი და თელაიმში აღრიცხა 210 000 ქვეითი, მათგან 10 000 იუდას ტომიდან იყო.+
5 მიადგა საული ამალეკელთა ქალაქს და ხევთან ჩასაფრდა. 6 უთხრა საულმა კენიელებს:+ „წადით, გაეცალეთ ამალეკელებს, მათთან ერთად რომ არ გაგანადგუროთ;+ თქვენ ხომ სიკეთე* გაუკეთეთ ისრაელებს,+ როცა ეგვიპტიდან გამოვიდნენ“. კენიელებიც გაეცალნენ ამალეკელებს. 7 მუსრი გაავლო საულმა ამალეკელებს+ ხავილიდან+ შურამდე,+ ეგვიპტეს რომ ესაზღვრება. 8 შეიპყრო ამალეკის მეფე აგაგი,+ ხალხი კი მახვილით დახოცა.+ 9 დაინდეს საულმა და მისმა ხალხმა აგაგი, მისი საუკეთესო, ნასუქი ცხვარ-ძროხა, ვერძები და რაც რამ კარგი იყო;+ არ მოინდომეს ამ ყველაფრის მოსპობა. თუკი რამ უვარგისი და არასასურველი იყო, გაანადგურეს.
10 მაშინ იეჰოვას სიტყვა ეუწყა სამუელს: 11 „ვწუხვარ, საული რომ გავამეფე, რადგან განმიდგა და აღარ ასრულებს ჩემს სიტყვას“.+ დამწუხრდა სამუელი და მთელი ღამე შეღაღადებდა იეჰოვას.+ 12 დილაადრიან ადგა სამუელი საულთან შესახვედრად. შეატყობინეს მას, საული ქარმელში+ წავიდა, სვეტი აღიმართა+ და იქიდან გილგალში ჩავიდაო. 13 როცა მივიდა სამუელი საულთან, უთხრა მას საულმა: „გაკურთხოს იეჰოვამ! შევასრულე იეჰოვას სიტყვა!“ 14 სამუელმა ჰკითხა: „საიდან მესმის ცხვარ-ძროხის ბღავილი?“+ 15 საულმა მიუგო: „ამალეკელებისგანაა წამოსხმული; დაინდო ხალხმა საუკეთესო ცხვარ-ძროხა, რომ იეჰოვასთვის, შენი ღვთისთვის, მსხვერპლად შეეწირათ, დანარჩენი კი გავანადგურეთ“. 16 უთხრა სამუელმა საულს: „კმარა! მათქმევინე, რა მითხრა წუხელ იეჰოვამ!“+ მან მიუგო: „მითხარი!“
17 უთხრა სამუელმა: „შენ არ იყავი, თავს რომ უღირსად მიიჩნევდი,+ როცა ისრაელის ტომთა მეთაურად დაინიშნე და იეჰოვამ გცხო ისრაელის მეფედ?!+ 18 როცა იეჰოვამ დაგავალა, წადი, გაანადგურე ცოდვილი ამალეკელები+ და მანამ ებრძოლე, სანამ არ გაწყვეტო,+ 19 რატომ არ მოუსმინე იეჰოვას, რატომ დახარბდი ნადავლს+ და რატომ ჩაიდინე ბოროტება იეჰოვას თვალში?!“
20 მიუგო საულმა სამუელს: „მე ხომ მოვუსმინე იეჰოვას და წავედი იეჰოვას დავალების შესასრულებლად; წამოვიყვანე ამალეკის მეფე აგაგი და გავანადგურე ამალეკელები.+ 21 მაგრამ ხალხმა ცხვარ-ძროხა წამოასხა, გასანადგურებელთაგან საუკეთესო, რომ შენი ღვთისთვის, იეჰოვასთვის, შეეწირათ გილგალში“.+
22 თქვა სამუელმა: „ისევე ეამება იეჰოვას დასაწვავი მსხვერპლი და შესაწირავი,+ როგორც მორჩილება?! იეჰოვას მორჩილება მსხვერპლზე უკეთესია+ და მოსმენა — ვერძის ქონზე!+ 23 ურჩობაც+ ისეთივე ცოდვაა, როგორიც მკითხაობა,+ და კადნიერებაც ისეთივე ცოდვაა, როგორიც ჯადოქრობა და კერპთაყვანისმცემლობა! რაკი უარყავი იეჰოვას სიტყვა,+ ისიც უარყოფს შენს მეფობას!“+
24 უთხრა საულმა სამუელს: „შევცოდე, დავარღვიე იეჰოვას ბრძანება და გადავედი შენს სიტყვას, რადგან ხალხისა შემეშინდა და მათ დავუჯერე. 25 ახლა, გთხოვ, მომიტევე ჩემი ცოდვა და გამომყევი, რათა თაყვანი ვცე იეჰოვას“.+ 26 მიუგო სამუელმა საულს: „არ გამოგყვები, რადგან უარყავი იეჰოვას სიტყვა; იეჰოვამაც უარგყო და აღარ იქნები ისრაელის მეფე!“+ 27 როცა სამუელი წასასვლელად შეტრიალდა, სტაცა მას საულმა ხელი მოსასხამის კიდეზე, მაგრამ გაიგლიჯა მოსასხამი. 28 მიუგო მას სამუელმა: „დღეს გამოგგლიჯა იეჰოვამ ისრაელის მეფობა და შენს მოძმეს, შენზე უკეთესს, მისცემს მას.+ 29 არ იცრუებს+ ისრაელის დიდებული ღმერთი,+ არც გადაიფიქრებს; კაცი ხომ არ არის, რომ გადაიფიქროს!“+
30 მან მიუგო: „შევცოდე, მაგრამ, გთხოვ, პატივი დამდე ჩემი ხალხის უხუცესთა და ისრაელის წინაშე და გამომყევი, რომ იეჰოვას, შენს ღმერთს, ვცე თაყვანი“.+ 31 გაჰყვა სამუელი საულს და თაყვანი სცა საულმა იეჰოვას. 32 სამუელმა თქვა: „მომიყვანეთ ამალეკის მეფე აგაგი!“ შეშინებული* მივიდა აგაგი, რადგან მანამდე თავისთვის ამბობდა, ნამდვილად ამცდაო მწარე სიკვდილი. 33 სამუელმა უთხრა: „როგორც შენმა მახვილმა დატოვა ქალები უშვილოდ, დედაშენიც ისე დარჩება უშვილოდ!“ აკუწა სამუელმა აგაგი გილგალში იეჰოვას წინაშე.+
34 წავიდა სამუელი რამაში, საული კი თავის სახლში, მშობლიურ ქალაქ გიბაში დაბრუნდა. 35 ისე მოკვდა სამუელი, რომ აღარ უნახავს საული, თუმცა წუხდა სამუელი საულზე.+ დამწუხრდა იეჰოვა, რომ გაამეფა საული ისრაელზე.+