იესო ნავეს ძე
12 დაამარცხეს იმ მიწაზე მცხოვრები მეფეები ისრაელებმა და დაეუფლნენ მათ მიწას იორდანის აღმოსავლეთით — არნონის ხევიდან+ ხერმონის მთამდე,+ აგრეთვე მთელი არაბის აღმოსავლეთით.+ 2 მათ დაამარცხეს ამორეველთა მეფე სიხონი,+ რომელიც ხეშბონში ცხოვრობდა და განაგებდა არნონის ხევის+ პირას მდებარე აროერს,+ აგრეთვე მიწას ხევის შუაწელიდან ნახევარი გალაადის ჩათვლით იაბოკის ხევამდე, ამონელთა საზღვრამდე. 3 აგრეთვე განაგებდა არაბის აღმოსავლეთ ნაწილს ქინერეთის ზღვიდან*+ არაბის ანუ მარილოვან ზღვამდე*, აღმოსავლეთით ბეთ-იეშიმოთისკენ და სამხრეთით ფისგის კალთებამდე.+
4 დაეუფლნენ ისინი აშთაროთსა და ედრეიში მცხოვრები ბაშანის მეფე ოგის,+ ერთ-ერთი უკანასკნელი რეფაიმის,+ მიწასაც. 5 მის სამფლობელოში შედიოდა ხერმონის მთა, სალქა და მთელი ბაშანი+ გეშურელთა და მააქათელთა+ საზღვრამდე და გალაადის ნახევარი ხეშბონის+ მეფის, სიხონის, მიწამდე.
6 იეჰოვას მსახურმა მოსემ და ისრაელებმა დაამარცხეს ისინი,+ რის შემდეგაც იეჰოვას მსახურმა მოსემ მათი მიწა რეუბენელებს, გადელებსა და მენაშეს ტომის ნახევარს+ მისცა სამკვიდროდ.
7 დაამარცხეს იესო ნავეს ძემ და ისრაელებმა იორდანის დასავლეთით მცხოვრები მეფეები, ლიბანის+ ველზე მდებარე ბაალ-გადიდან+ ხალაკის მთამდე,+ სეირამდე+ რომ ადის, რის შემდეგაც იესომ მათი მიწა ისრაელის ტომებს დაუნაწილა სამკვიდროდ:+ 8 მთიანი მხარე აღმოსავლეთი კალთებით, შეფელა, არაბა, უდაბნო და ნეგები+ — ხეთელების, ამორეველების,+ ქანაანელების, ფერიზელების, ხიველებისა და იებუსელების+ მიწა.
9 მათ დაამარცხეს: იერიხონის მეფე,+ ბეთელის მეზობლად მდებარე ქალაქ აის მეფე,+
10 იერუსალიმის მეფე, ხებრონის მეფე,+
11 იარმუთის მეფე, ლაქიშის მეფე,
12 ეგლონის მეფე, გეზერის მეფე,+
13 დებირის მეფე,+ გედერის მეფე,
14 ხორმის მეფე, არადის მეფე,
15 ლიბნის მეფე,+ ადულამის მეფე,
16 მაკედის მეფე,+ ბეთელის მეფე,+
17 თაფუახის მეფე, ხეფერის მეფე,
18 აფეკის მეფე, ლაშარონის მეფე,
19 მადონის მეფე, ხაცორის მეფე,+
20 შიმრონ-მერონის მეფე, აქშაფის მეფე,
21 თაანახის მეფე, მეგიდოს მეფე,
22 კედეშის მეფე, იოკნეამის მეფე+ ქარმელში,
23 დორის მეფე+ დორის მაღლობებზე, გოიიმის მეფე გილგალში
24 და თირცის მეფე; სულ 31 მეფე.