ფსალმუნები
71 შენ შეგაფარე თავი, იეჰოვა,
დაე ნურასდროს შევრცხვები!+
2 შენი სიმართლის გამო მიხსენი და გადამარჩინე,
ყური მომაპყარი და მიხსენი.+
3 თავშესაფარი იყავი ჩემთვის კლდეზე,
ნებისმიერ დროს რომ შეგაფარო თავი.
გთხოვ, ბრძანე ჩემი შველა,
რადგან შენა ხარ ჩემი კლდე და ციხესიმაგრე!+
შენ გაქებ მუდამ.
7 მრავალია განცვიფრებული ჩემით,
მაგრამ ჩემთვის შენა ხარ მტკიცე თავშესაფარი.
10 ჩემი მტრები ჩემ წინააღმდეგ ლაპარაკობენ,
შეთქმულან ჩემი მოკვლის მსურველნი,+
11 ამბობენ, ღმერთმა მიატოვა,
დავედევნოთ და შევიპყროთ, რადგან არა ჰყავსო მშველელი.+
შერცხვნენ და დამცირდნენ
ჩემი გაუბედურების მსურველები.+
14 მე კი კვლავაც დაგელოდები
და კიდევ უფრო განგადიდებ.
15 შენს სიმართლეზე ილაპარაკებს ჩემი ბაგე;+
მთელი დღე ვილაპარაკებ იმ საქმეებზე, რაც შენ, მხსნელ ღმერთს, მოგიმოქმედებია, თუმცა მათ თვლა არა აქვს.+
16 წავალ და შენს ძლევამოსილებაზე ვილაპარაკებ,
უზენაესო უფალო, იეჰოვა;
მხოლოდ შენს სიმართლეზე ვილაპარაკებ.
18 ღმერთო, ნურც მაშინ მიმატოვებ, როცა დავბერდები და გავჭაღარავდები;+
მინდა, ვუამბო შენი ძალის შესახებ მომავალ თაობას
და შენი ძლევამოსილების შესახებ მოვუთხრო ჯერ არშობილთ.+
20 მრავალი გასაჭირი და უბედურება გამომატარე,+
მაგრამ, გთხოვ, კვლავ გამომაცოცხლე
და ამომიყვანე მიწის სიღრმიდან!+
21 დამიბრუნე ძველი დიდება,
დამიფარე და მანუგეშე.
ქნარს ავაჟღერებ და გიგალობებ,
ისრაელის წმინდავ!