იონა
2 იონამ თევზის მუცლიდან+ ლოცვით მიმართა იეჰოვას, თავის ღმერთს, 2 და თქვა:
„გასაჭირში მოვუხმე იეჰოვას და მიპასუხა.+
შველა ვთხოვე სამარის* წიაღიდან*.+
შენ ისმინე ჩემი ხმა.
3 როცა სიღრმეში გადამაგდე, შუაგულ ზღვაში,
წყალმა ჩამითრია.+
შენმა ზვირთებმა და ტალღებმა გადამიარეს.+
4 ვთქვი, გაძევებული ვარ შენს თვალთაგან
და შენს წმინდა ტაძარს როგორღა ვიხილავ-მეთქი?!
წყალმცენარეები თავზე შემომეწნა.
6 მთების საძირკვლებამდე ჩავიძირე.
დედამიწის ურდულებმა სამარადისოდ ჩამკეტა.
შენ კი, იეჰოვა, ჩემო ღმერთო, ცოცხალი ამომიყვანე ორმოდან.+
7 როცა სიცოცხლეს ვეთხოვებოდი, იეჰოვა გამახსენდა.+
მაშინ მოაღწია ჩემმა ლოცვამ შენამდე, შენს წმინდა ტაძრამდე.+
8 უსარგებლო კერპებისთვის პატივის მიმგებნი ურყევი სიყვარულის* წყაროს ტოვებენ*.
9 მე კი სამადლობელს გეტყვი და მსხვერპლს შემოგწირავ.
რაც აღმითქვამს, შევასრულებ.+ იეჰოვაა მხსნელი“.+
10 იეჰოვას ბრძანებისამებრ, თევზმა იონა ხმელეთზე გადმოანთხია.