ფსალმუნები
დავითის ფსალმუნი.
2 ის არ იშურებს სიყვარულს* და ისაა ჩემი ციხესიმაგრე,
ჩემი თავშესაფარი და მხსნელი,
ჩემი ფარი, რომელსაც თავს ვაფარებ;+
ის მიმორჩილებს ხალხებს.+
7 ჩამომწვდი ზეციდან,
მიხსენი წყლის ზვირთებისგან,
დამიხსენი უცხოტომელთა ხელიდან,+
8 რომელთა პირიც სიცრუეს ლაპარაკობს,
რომლებიც სწევენ მარჯვენას და სიცრუეზე იფიცებენ.
9 ღმერთო, ახალ საგალობელს გიმღერებ,+
შენ, ვინც მახვილისგან იფარავ შენს მსახურ დავითს.+
11 დამიხსენი უცხოტომელთა ხელიდან,
რომელთა პირიც სიცრუეს ლაპარაკობს,
რომლებიც სწევენ მარჯვენას და სიცრუეზე იფიცებენ.
12 მაშინ ჩვენი ძეები იმ ნერგებივით იქნებიან, სწრაფად რომ იყრიან ტანს,
ჩვენი ქალიშვილები კი — თლილი სვეტებივით, სასახლის კუთხეებს რომ ამშვენებენ.
13 ჩვენი ბეღლები ყველანაირი მოსავლით აივსება,
თვლა არ ექნება ჩვენს ფარებს მინდორში,
14 ჩვენი მაკე საქონელი არც ნაადრევად მოიგებს და არც გაბერწდება;
არ გაისმება შეჭირვებულთა ღაღადი ჩვენს მოედნებზე.
15 ბედნიერია ხალხი, რომელსაც ასე მისდის საქმე!
ბედნიერია ხალხი, რომლის ღმერთიც იეჰოვაა!+