გუნდის ხელმძღვანელს: შემინითში აწყობილი საკრავების თანხლებით. დავითის საგალობელი.
12 მიხსენი, იეჰოვა, რადგან აღარ დარჩა ერთგული;
სადღაა სანდო კაცი ადამიანთა შორის?!
2 ერთმანეთს ატყუებენ;
ქლესა ბაგეებით ორპირულად ლაპარაკობენ.+
3 მოსპობს იეჰოვა დათაფლულ ბაგეებსა
და მკვეხარა ენას,+
4 მათ, ვინც ამბობს: ჩვენი ენით გავიმარჯვებთ,
რასაც გვინდა, იმას ვიტყვით ჩვენი ბაგეებით,
ვინ გაგვიბატონდებაო.+
5 „საწყალთა ჩაგვრისა
და საბრალოთა ოხვრის გამო+
მათ საშველად წამოვიმართები, — ამბობს იეჰოვა. —
ვიხსნი მათ მოძულეთაგან“.
6 წმინდაა იეჰოვას სიტყვები,+
თიხის ქურაში შვიდჯერ გაწმენდილი ხალასი ვერცხლივითაა.
7 შენ დაიცავ მათ, იეჰოვა,+
სამარადისოდ დაიფარავ თითოეულს ამ მოდგმისგან.
8 თავის ნებაზე დადიან ბოროტები,
რადგან უზნეობას განადიდებს ხალხი.+