იოანეს მეორე წერილი
1 უხუცესი რჩეულ ქალბატონსა და მის შვილებს, რომლებიც გულწრფელად მიყვარს მეც და ყველას, ვინც კი ჭეშმარიტება შეიცნო, 2 იმ ჭეშმარიტების გამო, რომელიც ჩვენში რჩება და სამუდამოდ ჩვენთან იქნება. 3 ჭეშმარიტებასა და სიყვარულთან ერთად გვექნება წყალობა, გულმოწყალება და მშვიდობა ღვთისგან, მამისგან, და იესო ქრისტესგან, მამის ძისგან.
4 ძალიან მიხარია იმის დანახვა, რომ შენი შვილებიდან ზოგიერთი მამისგან მიღებული მცნების თანახმად ჭეშმარიტების გზას ადგას.+ 5 ახლა კი, ქალბატონო, გთხოვ, დაიცვა მცნება, რომელიც ერთმანეთის სიყვარულისკენ მოგვიწოდებს (ახალ მცნებას კი არ გწერ, არამედ იმას, რაც თავიდანვე გვქონდა).+ 6 სიყვარული კი ის არის, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს.+ ეს ის მცნებაა, რომელიც თავიდანვე გეუწყათ და რომლის დაცვაც გმართებთ. 7 ამას იმიტომ გწერთ, რომ ბევრი მატყუარა გამოჩნდა ქვეყნიერებაში,+ რომლებიც არ აღიარებენ, რომ იესო ქრისტე ხორციელად მოვიდა.+ ვინც ამას უარყოფს, მატყუარა და ანტიქრისტეა.+
8 ფრთხილად იყავით, რომ არ დაკარგოთ ის, რისთვისაც გვიშრომია, და მიიღებთ სრულ საზღაურს.+ 9 ვინც ქრისტეს მოძღვრებას ზურგს აქცევს და არ რჩება მასში, არა ჰყავს ღმერთი.+ მას კი, ვინც ამ მოძღვრებაში რჩება, მამაც ჰყავს და ძეც.+ 10 თუ ვინმე მოდის თქვენთან და ამ მოძღვრებას არ გიქადაგებთ, ნურც სახლში მიიღებთ+ და ნურც მიესალმებით, 11 რადგან ვინც მას ესალმება, მისი ბოროტი საქმეების თანამონაწილე ხდება.
12 ბევრი რამ მაქვს თქვენთვის მოსაწერი, მაგრამ არ მსურს ქაღალდითა და მელნით მოგწეროთ, რადგან იმედი მაქვს, რომ გნახავთ და პირისპირ ვისაუბრებთ, რათა უფრო მეტად გაიხაროთ.
13 მოკითხვას გითვლიან შენი რჩეული დის შვილები.