ესთერი
10 მეფე ახაშვეროშმა მონური სამუშაო დააკისრა თავის სამეფოში მცხოვრებ ყველა ხალხს, მათ შორის კუნძულებზე მცხოვრებთ.
2 მისი სიდიადისა და ძლევამოსილების ამბავი, აგრეთვე დაწვრილებითი ცნობები იმის შესახებ, თუ როგორ განადიდა მეფემ+ მორდოქაი,+ მიდიისა და სპარსეთის+ მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.+ 3 იუდეველი მორდოქაი პირველი კაცი იყო მეფე ახაშვეროშის შემდეგ, დიდად განდიდებული და დაფასებული თავისი მრავალრიცხოვანი მოძმეების, იუდეველების მიერ. ის თავისი ხალხის საკეთილდღეოდ და მათ შთამომავალთა სამშვიდობოდ იღვწოდა.