ქებათა ქება
8 „ნეტავ ჩემს ძმასავით ყოფილიყავი,
დედაჩემის ძუძუ რომ უწოვია!
ქუჩაში რომ შეგხვედროდი, გაკოცებდი+
და არავინ დამძრახავდა.
2 წაგიძღვებოდი და დედაჩემის სახლში მიგიყვანდი,+
მის სახლში, ვინც ბევრი რამ მასწავლა.
დაგალევინებდი სურნელოვან ღვინოს
და ბროწეულის ახალგამოწურულ წვენს.
4 გაფიცებთ, იერუსალიმის ასულნო,
ნუ გააღვიძებთ და ნუ აღძრავთ ჩემში სიყვარულს,
სანამ თავისით არ მოვა!“+
5 „ეს ვინ არის, უდაბნოდან რომ მოდის
თავის სატრფოზე დაყრდნობილი?“
„ვაშლის ხის ქვეშ გაგაღვიძე,
იქ, სადაც დედაშენმა გაგაჩინა,
სადაც მან იმშობიარა.
6 ნეტავ შენს გულზე დასმული ბეჭედი ვიყო,
შენს მხარზე დასმული ბეჭედი.
სიყვარული სიკვდილივით ძლიერია,+
ერთგულება — სამარესავით* შეუპოვარი.
მისი ალი აბრიალებული ცეცხლია, იაჰის* ალია.+
სიყვარულის მოსაპოვებლად კაცმა მთელი ქონებაც რომ გაიღოს,
ზიზღისთვის იქნება ის განწირული“.
რა ვუყოთ ჩვენს დას
იმ დღეს, როცა მასზე ალაპარაკდებიან?“
9 „თუ იგი გალავანი იქნება,
ვერცხლის ქონგურებს დავაშენებთ მასზე;
მაგრამ, თუ კარი იქნება,
კედრის ფიცრით ჩავკეტავთ“.
10 „მე გალავანი ვარ
და ჩემი ძუძუები კოშკებივითაა.
ამიტომაც ხედავს ის,
რომ გულდამშვიდებული ვარ.
11 სოლომონს ბაალ-ჰამონში ვენახი ჰქონდა,+
რომელიც მომვლელებს ჩააბარა;
თითოეულს დაკრეფილი ყურძნის სანაცვლოდ ათასი ვერცხლი მიჰქონდა.
12 მეც მაქვს ვენახი, ოღონდ ის მხოლოდ ჩემია.
შენ ათასი ვერცხლი გრჩება, სოლომონ,
მომვლელებს კი — ორასი“.
მეც გამაგონე შენი ხმა“.+