აღსავალი სიმღერა.
130 უიმედობის მორევში ჩაძირულმა მოგიხმე, იეჰოვა!+
2 იეჰოვა, მომისმინე!
ყურად იღე ჩემი მუდარა, როცა შველას გთხოვ!
3 დანაშაულს რომ აკვირდებოდე, იაჰ,
ვინ გამართლდებოდა, იეჰოვა?!+
4 ჭეშმარიტად მიმტევებელი ხარ,+
ამიტომაც აქვთ შენდამი კრძალვა!+
5 იეჰოვაზე ვამყარებ იმედს, მთელი არსებით მასზე ვარ მინდობილი;
მისი დანაპირების შესრულებას ველი.
6 მოუთმენლად ველი იეჰოვას,+
იმაზე მეტად, ვიდრე გუშაგი — დილას,+
ვიდრე გუშაგი ელის დილას.
7 დაელოდოს ისრაელი იეჰოვას,
რადგან ურყევია იეჰოვას სიყვარული+
და მას შესწევს გამოსყიდვის ძალა!
8 ის გამოისყიდის ისრაელის ყველა დანაშაულს!