ნეემია
2 ნისანის თვეში, მეფე არტაქსერქსეს მეფობის+ მე-20 წელს,+ ღვინო იდგა მის წინ. მეც ჩვეულებისამებრ ავიღე ღვინო და მეფეს მივაწოდე.+ რაკი პირველად მნახა დაღვრემილი, 2 მკითხა მეფემ: „ავად არა ხარ და რატომ დაგღვრემია სახე? რაღაც გიფორიაქებს სულს!“ მაშინ ძლიერ შევშინდი.
3 მივუგე მეფეს: „დღეგრძელი იყოს მეფე! როგორ არ ვიქნები დაღვრემილი, როცა ქალაქი, სადაც ჩემი მამა-პაპაა დამარხული, ნანგრევებადაა ქცეული, მისი კარიბჭეები კი — გადაბუგული?!“+ 4 მეფემ მომიგო: „თქვი, რა გსურს“. მაშინვე ლოცვით მივმართე ზეციერ ღმერთს.+ 5 შემდეგ მეფეს ვუთხარი: „თუ მეფე ინებებს, და, თუ წყალობა მიპოვნია მის თვალში, გამიშვი იუდაში, იმ ქალაქში, სადაც ჩემი მამა-პაპაა დამარხული, რომ აღვადგინო ის“.+ 6 მეფემ, რომელსაც გვერდით დედოფალი ეჯდა, მკითხა: „რამდენი ხანი დაგჭირდება მგზავრობისთვის და როდის დაბრუნდები?“ დრო დავუთქვი მეფეს+ და მანაც ინება ჩემი გაშვება.+
7 ვუთხარი მეფეს: „თუ მეფე ინებებს, გამატანოს წერილები მდინარისგაღმელ* გამგებლებთან,+ რათა მათ გზა მომცენ და იუდაში მშვიდობით ჩავიდე. 8 გამატანოს წერილი ასაფთანაც, სამეფო ტყის მცველთან, რომ მომცეს ხე-ტყე ტაძრის ციხესიმაგრის* კარიბჭეების,+ ქალაქის გალავნისა+ და ჩემი სახლის აღსადგენად“. მომცა მეფემ წერილები,+ რადგან ჩემმა ღმერთმა მომიმართა ხელი.+
9 მივედი მდინარისგაღმელ გამგებლებთან და გადავეცი მათ მეფის წერილები. მეფემ თან ჯარის მეთაურები და მხედრები გამაყოლა. 10 როცა ხორონელმა სანბალატმა+ და ამონელმა+ მოხელე ტობიამ+ გაიგეს ამის შესახებ, დიდად არ ესიამოვნათ, რომ ისრაელთა დასახმარებლად კაცი იყო მისული.
11 ბოლოს ჩავედი იერუსალიმში; გავიდა სამი დღე. 12 ღამით ავდექი რამდენიმე კაცთან ერთად, თან რომ მახლდნენ, მაგრამ არავისთვის მითქვამს, რისი გაკეთება ჩამიდო გულში ღმერთმა იერუსალიმისთვის. იმ პირუტყვის გარდა, რომელზეც ვიჯექი, სხვა პირუტყვი თან არ წამიყვანია. 13 იმ ღამით ველის კარიბჭით+ გავედი ქალაქიდან, გავუარე დიდი გველის წყაროს და წავედი ნაცრის კარიბჭისკენ.+ ვამოწმებდი იერუსალიმის დანგრეულ გალავანსა და გადაბუგულ კარიბჭეებს.+ 14 ჩავუარე წყაროს კარიბჭეს+ და მეფის წყალსატევს, მაგრამ აღარ იყო გასავლელი ადგილი პირუტყვისთვის, რომელზეც ვიჯექი. 15 ჯერ კიდევ ღამე იყო, ხევს რომ ავუყევი+ და თან გალავანს ვამოწმებდი. შემდეგ გამოვტრიალდი და ველის კარიბჭით უკან დავბრუნდი.
16 მმართველებმა+ არ იცოდნენ, სად ვიყავი წასული და რას ვაკეთებდი, რადგან ჯერ არაფერი მქონდა ნათქვამი იუდეველებისთვის, მღვდლებისთვის, დიდებულებისთვის, მმართველებისა და სამუშაოთა შემსრულებლებისთვის. 17 ბოლოს მათ ვუთხარი: „ხედავთ, რა დღეში ვართ! იერუსალიმი ნანგრევებადაა ქცეული, მისი კარიბჭეები კი — გადაბუგული! მოდით აღვადგინოთ იერუსალიმის გალავანი, რომ ბოლო მოეღოს ჩვენს დამცირებას!“ 18 ვუამბე მათ, როგორ მომიმართა ჩემმა ღმერთმა ხელი,+ და მეფის ნათქვამიც ვუთხარი.+ მაშინ მითხრეს, მოდი ავაშენოთო, და მხნეობა მოიკრიბეს კარგი საქმის საკეთებლად.+
19 შეიტყვეს ამის შესახებ ხორონელმა სანბალატმა, ამონელმა+ მოხელე ტობიამ+ და არაბმა გეშემმა+ და დაცინვა+ და ზიზღით ყურება დაგვიწყეს; გვეუბნებოდნენ, ამას რას აკეთებთ, მეფეს უჯანყდებითო?!+ 20 ვუპასუხე მათ: „ზეციერი ღმერთი მოგვიმართავს ხელს+ და ჩვენ, მისი მსახურები, ავაშენებთ, თქვენ კი არაფერი გაკავშირებთ იერუსალიმთან, არც წილი გაქვთ და არც რაიმეს მოთხოვნის უფლება!“+