ქებათა ქება
შენი სახელი დაღვრილი ზეთივითაა;+
ამიტომაც უყვარხარ ქალწულებს.
4 წამიყვანე, ერთად გავიქცეთ!
მეფემ თავის შიდა ოთახებში შემიყვანა.
ერთად ვიხაროთ და ვიმხიარულოთ;
ქება ვუმღეროთ შენს ალერსს, ღვინოზე სასიამოვნოს.
რა გასაკვირია, რომ უყვარხარ ქალწულებს!
5 იერუსალიმის ასულნო, შავი ვარ, მაგრამ მშვენიერი.
6 ნუ უყურებთ ჩემს სიშავეს, რადგან მზემ დამხედა.
დედაჩემის ვაჟები გამიჯავრდნენ;
ვენახების მცველად დამაყენეს,
ჩემი ვენახი კი უმეთვალყურეოდ დამრჩა.
რატომ უნდა დავეხეტებოდე
ძაძით მოსილი ქალივით
შენი მეგობრების ფარაში?!“
8 „ქალთა შორის ულამაზესო, თუ არ იცი,
წადი, გაჰყევი ფარის ნაკვალევს
და მწყემსთა კარვებთან აძოვე შენი თიკნები“.
9 „ფარაონის ეტლში შებმულ ფაშატს გამსგავსებ, ჩემო სიყვარულო.+
11 ოქროს სამკაულებს გაგიკეთებთ
და ვერცხლით მოვჭედავთ“.
15 „რა ლამაზი ხარ, ჩემო საყვარელო!
რა ლამაზი ხარ! თვალები მტრედისას მიგიგავს“.+
16 „რა ლამაზი ხარ, ჩემო სატრფოვ, და რა მშვენიერი!+
ფოთლებია ჩვენი საწოლი.
17 ჩვენი სახლის კოჭები კედრებია,
ჭერი კი — ღვიის ხეები“.