მიქა
7 ვაიმე! მას დავემსგავსე, ვინც
ზაფხულის ხილის დაკრეფისა
და ყურძნის მომცვრევის შემდეგ
ერთ მტევან ყურძენსაც კი ვერ პოულობს, რომ ჭამოს,
და ვეღარც — საადრეო ლეღვს, ასე რომ ნატრობს!
ყველანი სისხლის დასაღვრელად არიან ჩასაფრებულნი;+
თითოეული თავის მოძმეზე ნადირობს ბადით.
3 გაწაფული აქვთ ხელი ბოროტების ჩასადენად;+
მთავარი ძღვენს ითხოვს,
მოსამართლე — საჩუქარს,+
დიდებული თავის გულის წადილზე ლაპარაკობს;+
ყველანი შეთანხმებულად მოქმედებენ.
4 მათ შორის საუკეთესო ეკალივითაა,
მათ შორის ყველაზე მართალი ეკლის ღობეზე უარესია.
დადგება გუშაგების მიერ ნათქვამი მათი განკითხვის დღე.+
თავზარი დაეცემათ მათ.+
დაუფიქრდი, რას ეტყვი მას, ვინც გვერდზე გიწევს.
6 ვაჟი არაფრად აგდებს მამას,
ასული დედას უპირისპირდება+
და რძალი — დედამთილს;+
კაცს თავისი ოჯახის წევრები ემტერებიან.+
7 მე კი კვლავაც იეჰოვასკენ მექნება მიპყრობილი მზერა.+
მოთმინებით დაველოდები ჩემი ხსნის ღმერთს.+
მომისმენს ჩემი ღმერთი.+
8 ნუ ხარობ ჩემზე, ჩემო მტერო!
დავეცი, მაგრამ წამოვდგები,
სიბნელეში ვცხოვრობ, მაგრამ იეჰოვა იქნება ჩემი სინათლე.
9 ავიტან იეჰოვას მრისხანებას —
რადგან შევცოდე მას+ —
სანამ არ განიხილავს ჩემს სასამართლო საქმეს და არ გამიჩენს სამართალს.
სინათლეზე გამომიყვანს ის;
დავინახავ მის სამართლიანობას.
10 ამას ჩემი მტერიც დაინახავს
და შერცხვება ის, ვინც მეუბნებოდა,
სად არისო შენი ღმერთი იეჰოვა.+
საკუთარი თვალით ვიხილავ მტრის უბედურებას;
ქუჩის ტალახივით გაითელება ის.
11 იმ დღეს აიგება შენი გალავანი;
იმ დღეს გაფართოვდება შენი საზღვარი.
12 იმ დღეს ჩამოვლენ შენთან
ასურეთიდან და ეგვიპტის ქალაქებიდან,
ეგვიპტიდან მოყოლებული მდინარემდე*,
ზღვიდან ზღვამდე და მთიდან მთამდე.+
13 გაპარტახდება მიწა მის მკვიდრთა გამო,
მათ საქმეთა გამო.
მარტო რომ იყო ტყეში, შუა ხილნარში.
მოძოვონ მათ ბაშანსა და გალაადში,+ როგორც ძველად.
16 დაინახავენ ძლევამოსილი ერები და შერცხვებიან.+
პირზე ხელს აიფარებენ
და დაყრუვდებიან.
17 გველებივით ალოკავენ მტვერს,+
დედამიწის ქვეწარმავლებივით კანკალით გამოვლენ თავიანთი ციხესიმაგრეებიდან.
მოწიწებით მივლენ იეჰოვასთან, ჩვენს ღმერთთან,
და მისი შიში ექნებათ“.+
18 რომელი ღმერთი პატიობს შენსავით დანაშაულს+
და გვერდს უვლის თავისი ხალხის
დარჩენილი ნაწილის+ ცოდვას?!
19 კვლავაც შეგვიწყალებ+ და გვაპატიებ დანაშაულს.
ზღვის სიღრმეებში მოისვრი ჩვენს ცოდვებს.+
რაც ჩვენს მამა-პაპას დიდი ხნის წინათ შეჰფიცე.+