ებრაელების მიმართ
3 მაშ, წმინდა ძმებო, თქვენ, ვისაც ზეციური მოწოდება გაქვთ,+ დაფიქრდით იესოზე, მოციქულსა და მღვდელმთავარზე, რომლისაც გვწამს.+ 2 მოსეს მსგავსად, რომელსაც ღვთის სახლი* ებარა,+ ისიც მისი ერთგული იყო, ვინც მოციქულად და მღვდელმთავრად დანიშნა.+ 3 თანაც ის* მოსესთან შედარებით მეტი დიდების ღირსად ჩაითვალა,+ რადგან სახლის ამშენებელი თავის აშენებულ სახლზე მეტი პატივის ღირსია. 4 ყველა სახლი ვიღაცის აშენებულია, ყველაფრის ამშენებელი კი ღმერთია. 5 მოსე ერთგული მსახური იყო ღვთის სახლში და მისი მსახურება იმაზე მოწმობდა, რაც მოგვიანებით უნდა გაცხადებულიყო, 6 ქრისტე კი, ღვთის ძე,+ ერთგულად პატრონობდა მამის სახლს. ჩვენ ღვთის სახლი+ ვართ, ოღონდ ბოლომდე გაბედულად უნდა ვილაპარაკოთ და არ დავკარგოთ იმედი, რომლითაც ვამაყობთ.
7 ამიტომაც ამბობს წმინდა სული:+ „დღეს, თუ ჩემს ხმას მოისმენთ, 8 ნუ გაჯიუტდებით როგორც უდაბნოში, როცა გამომცადეთ და განმარისხეთ;+ 9 იქ გამომცადა თქვენმა მამა-პაპამ, თუმცა 40 წელი ხედავდნენ ჩემს საქმეებს.+ 10 ამიტომაც შემძულდა ეს თაობა და ვთქვი, თავნება ხალხია, საკუთარ გულისთქმებს აყოლილი, და არ შეუცნიათ-მეთქი ჩემი გზები. 11 განვრისხდი და დავიფიცე, ვერ დაიმკვიდრებენ-მეთქი მოსასვენებელ ადგილს*“.+
12 გაფრთხილდით, ძმებო, რომ არ ჩამოშორდეთ ცოცხალ ღმერთს და შედეგად ბოროტებამ და ურწმუნოებამ არ გაიდგას ფესვი თქვენს გულში.+ 13 ყოველდღე გაამხნევეთ ერთმანეთი, სანამ ჯერ კიდევ შეიძლება ამ დროზე ითქვას „დღეს“,+ რათა რომელიმე თქვენგანი ცოდვის მაცდუნებელმა ძალამ არ გაგაჯიუტოთ. 14 ვინაიდან ქრისტეს მოზიარენი მხოლოდ იმ შემთხვევაში გავხდებით, თუ ბოლომდე მტკიცე რწმენა გვექნება იმისა, რაც დასაწყისში ვირწმუნეთ,+ 15 როგორც დაწერილია: „დღეს, თუ ჩემს ხმას მოისმენთ, ნუ გაჯიუტდებით როგორც მაშინ, როცა განმარისხეთ“.+
16 ვინ იყვნენ ისინი, ვინც მოისმინეს, მაგრამ მაინც განარისხეს ღმერთი? განა ისინი არა, ვინც მოსემ ეგვიპტიდან გამოიყვანა?!+ 17 ვინ ჰყავდა მოძულებული ღმერთს 40 წელი?+ განა ისინი არა, ვინც შესცოდეს და ვისი გვამებიც უდაბნოში დაიყარა?!+ 18 ვისზე დაიფიცა, რომ ვერ დაიმკვიდრებდნენ მოსასვენებელ ადგილს? განა ეს ურჩებზე არ თქვა?! 19 ვხედავთ, რომ მათ ურწმუნოების გამო ვერ დაიმკვიდრეს მოსასვენებელი ადგილი.+