115 ჩვენ კი ნუ მოგვაგებ დიდებას, იეჰოვა,
ჩვენ კი ნუ მოგვაგებ,
შენს სახელს მიაგე დიდება,+
რადგან მოსიყვარულე და ერთგული ხარ!+
2 რატომ უნდა თქვან ხალხებმა:
სად არისო მათი ღმერთი?+
3 ჩვენი ღმერთი ზეცაშია;
თუკი რამეს მოისურვებს, აკეთებს კიდეც.
4 მათი კერპები ვერცხლი და ოქროა,
ადამიანის ნახელავი:+
5 პირი აქვთ, მაგრამ ვერ ლაპარაკობენ,+
თვალები აქვთ, მაგრამ ვერ ხედავენ,
6 ყურები აქვთ, მაგრამ არ ესმით,
ცხვირი აქვთ, მაგრამ ვერ იყნოსავენ,
7 ხელები აქვთ, მაგრამ ვერაფერს ეხებიან,
ფეხები აქვთ, მაგრამ ვერ დადიან,+
ხმა არ ამოსდით ხორხიდან.+
8 მათ დაემსგავსებიან მათი გამკეთებლები+
და ყველა, ვინც მათზეა მინდობილი.+
9 ისრაელო, მიენდე იეჰოვას+ —
შენი მშველელი და ფარია იგი!+
10 აარონის შთამომავლებო,+ მიენდეთ იეჰოვას —
თქვენი მშველელი და ფარია იგი!
11 იეჰოვას მოშიშნო, მიენდეთ იეჰოვას+ —
თქვენი მშველელი და ფარია იგი!+
12 არ დავვიწყებივართ იეჰოვას და გვაკურთხებს;
ის აკურთხებს ისრაელს+
და აკურთხებს აარონის შთამომავლობას.
13 აკურთხებს იეჰოვა თავის მოშიშებს,
დიდსა თუ მცირეს.
14 იეჰოვა გაგამრავლებთ
თქვენც და თქვენს შვილებსაც.+
15 გაკურთხოთ იეჰოვამ,+
ზეცისა და დედამიწის შემოქმედმა!+
16 იეჰოვასია ზეცა,+
დედამიწა კი ადამიანებს მისცა.+
17 მკვდრები ვერ ადიდებენ იაჰს,+
ვერავინ, ვინც სიკვდილის მდუმარებაში დანთქმულა.+
18 ჩვენ კი ვადიდებთ იაჰს
ახლაც და მარადიულადაც.
ადიდეთ იაჰი!