35 ელიჰუმ განაგრძო:
2 „იმდენად დარწმუნებული ხარ საკუთარ სიმართლეში, რომ ამბობ, ღმერთზე მართალი ვარო?!+
3 იმასაც ამბობ, შენთვის რა მნიშვნელობა აქვსო;
რომ არ შემიცოდავს, ამით რა მივიღეო?!+
4 მე გიპასუხებთ შენც
და შენს მეგობრებსაც.+
5 ახედე ცას და დააკვირდი ღრუბლებს;+
ნახე, რამსიმაღლეზე არიან.
6 თუ სცოდავ, ღმერთს რას ავნებ?!+
თუ ცოდვას ცოდვაზე ჩაიდენ, რას დააკლებ მას?!+
7 თუ მართალი ხარ, რას შემატებ?!
რას მიიღებს იგი შენგან?!+
8 შენი ბოროტებით მხოლოდ შენნაირ ადამიანს თუ ავნებ
და შენი სიმართლით მხოლოდ ადამიანის ძეს თუ არგებ.
9 ხალხი სასტიკი ჩაგვრისგან კვნესის
და ძლევამოსილთა ბატონობისგან გათავისუფლებას ითხოვს.+
10 მაგრამ არავინ ამბობს, სად არის ღმერთი,
ჩემი დიდებული შემოქმედი,+
ვინც კაცს ღამით სამღერლად აღძრავსო.+
11 ჩვენ უფრო მეტს არ გვასწავლის,+ ვიდრე ცხოველებს?!+
ჩვენ უფრო მეტად არ გვაბრძენებს, ვიდრე ფრინველებს?!
12 ღაღადებს ხალხი, მაგრამ არ პასუხობს იგი,+
რადგან ბოროტები და ამაყები არიან.+
13 არ ისმენს ღმერთი მათ ფუჭ ღაღადს+
და არ უგდებს ყურს მათ ყოვლისშემძლე.
14 შენ როგორღა მოგისმენს, რომ ამბობ, ზურგი მაქციაო?!+
შენი საქმე განსასჯელად მის წინაშეა;
ამიტომ მოუთმენლად დაელოდე მას.+
15 ხომ ხედავ, არ გირისხდება, პასუხს არ გთხოვს
და არც შენს უგუნურებას აქცევს ყურადღებას?!+
16 იობი ამაოდ ხსნის ბაგეს,
უცოდინარობით ბევრს ლაპარაკობს“.+