136 მადლობა შესწირეთ იეჰოვას, რადგან კარგია იგი;+
მარადიული და ურყევია მისი სიყვარული.+
2 მადლობა შესწირეთ უზენაეს ღმერთს,+
რადგან მარადიული და ურყევია მისი სიყვარული.
3 მადლობა შესწირეთ უზენაეს უფალს,
რადგან მარადიული და ურყევია მისი სიყვარული.
4 მხოლოდ ის იქმს დიდებულ სასწაულებს,+
რადგან მარადიული და ურყევია მისი სიყვარული.+
5 მან გონიერებით შექმნა ზეცა,+
რადგან მარადიული და ურყევია მისი სიყვარული.
6 მან წყალზე გადაჭიმა დედამიწა,+
რადგან მარადიული და ურყევია მისი სიყვარული.
7 მან შექმნა დიდი მნათობები,+
რადგან მარადიული და ურყევია მისი სიყვარული;
8 მზე დღის განმგებლად შექმნა,+
რადგან მარადიული და ურყევია მისი სიყვარული;
9 მთვარე და ვარსკვლავები ღამის განმგებლებად დააყენა,+
რადგან მარადიული და ურყევია მისი სიყვარული.
10 მან დახოცა ეგვიპტის პირმშოები,+
რადგან მარადიული და ურყევია მისი სიყვარული.
11 მან გამოიყვანა ისრაელი ეგვიპტიდან,+
რადგან მარადიული და ურყევია მისი სიყვარული;
12 ძლიერი ხელითა+ და გაწვდილი მკლავით გამოიყვანა ისინი,
რადგან მარადიული და ურყევია მისი სიყვარული.
13 მან გაყო წითელი ზღვა,+
რადგან მარადიული და ურყევია მისი სიყვარული.
14 მის შუაგულში გაატარა ისრაელი,+
რადგან მარადიული და ურყევია მისი სიყვარული.
15 წითელ ზღვაში დანთქა ფარაონი და მისი ჯარი,+
რადგან მარადიული და ურყევია მისი სიყვარული.
16 უდაბნოში წაუძღვა თავის ხალხს,+
რადგან მარადიული და ურყევია მისი სიყვარული.
17 დაამარცხა დიდი მეფეები,+
რადგან მარადიული და ურყევია მისი სიყვარული.
18 დახოცა ძლევამოსილი მეფეები,
რადგან მარადიული და ურყევია მისი სიყვარული;
19 სიცოცხლეს გამოასალმა ამორეველთა მეფე სიხონი,+
რადგან მარადიული და ურყევია მისი სიყვარული,
20 და ბაშანის მეფე ოგი,+
რადგან მარადიული და ურყევია მისი სიყვარული.
21 მათი მიწა სამკვიდროდ მისცა თავის ხალხს,+
რადგან მარადიული და ურყევია მისი სიყვარული;
22 სამკვიდროდ მისცა ისრაელს, თავის მსახურს,
რადგან მარადიული და ურყევია მისი სიყვარული.
23 არ დაგვივიწყა, როცა გულგატეხილნი ვიყავით,+
რადგან მარადიული და ურყევია მისი სიყვარული.+
24 კვლავ და კვლავ გვიხსნიდა მოწინააღმდეგეთა ხელიდან,+
რადგან მარადიული და ურყევია მისი სიყვარული.
25 ის საზრდოს აძლევს ყოველ ხორციელს,+
რადგან მარადიული და ურყევია მისი სიყვარული.
26 მადლობა შესწირეთ ზეციერ ღმერთს,