კანონი
19 „როცა იეჰოვა, თქვენი ღმერთი, იმ ხალხებს გაანადგურებს, რომელთა მიწასაც თქვენ მოგცემთ იეჰოვა, თქვენი ღმერთი, დაეპატრონებით მათ მიწას და იცხოვრებთ მათ ქალაქებსა და სახლებში,+ 2 გამოყავით სამი ქალაქი თქვენს მიწაზე, რომელსაც იეჰოვა, თქვენი ღმერთი, დაგამკვიდრებინებთ.+ 3 სამ ნაწილად დაყავით მიწა, რომელსაც თქვენი ღმერთი იეჰოვა მოგცემთ, და ყოველთვის მოწესრიგებული გქონდეთ გზები, რომ ამ ქალაქებში სწრაფად ჩავიდნენ ისინი, ვისაც ვინმე შემოაკვდებათ.
4 თუ ვინმეს მოძმე, რომელიც არ სძულებია, შემოაკვდება, იგი ერთ-ერთ ქალაქში გაიქცეს, რომ არ მოკლან.+ 5 თუ ვინმე თავის მოძმესთან ერთად ტყეში წავა შეშის მოსატანად, ხის მოსაჭრელად ცულს მოიქნევს, ცულს ტარი გასძვრება, ცული მოძმეს მოხვდება და მოკლავს, მკვლელი ერთ-ერთ იმ ქალაქში უნდა გაიქცეს და იქ იცხოვროს.+ 6 თუ ქალაქი შორს იქნება, სისხლის ამღები მკვლელს შეიძლება ცხელ გულზე დაედევნოს,+ დაეწიოს და მოკლას, თუმცა ის სიკვდილს არ იმსახურებდა, რადგან არ სძულებია მოძმე.+ 7 ამიტომაც გეუბნებით, რომ გამოყოთ სამი ქალაქი.
8 როცა იეჰოვა, თქვენი ღმერთი, განავრცობს თქვენს მიწას, როგორც თქვენს მამა-პაპას დაუფიცა,+ და მოგცემთ მთელ იმ მიწას, რომლის მიცემაც თქვენს მამა-პაპას აღუთქვა,+ 9 იმის სანაცვლოდ, რომ დაიცავთ იმ მცნებებს, რომელთაც დღეს გიბრძანებთ, რომ გიყვარდეთ იეჰოვა, თქვენი ღმერთი, და ყოველთვის მისი გზით იაროთ,+ იმ სამ ქალაქს კიდევ სამი ქალაქი დაუმატეთ,+ 10 რათა უდანაშაულო სისხლი არ დაიღვაროს+ თქვენს მიწაზე, რომელსაც იეჰოვა, თქვენი ღმერთი, გაძლევთ, და სისხლის ღვრაში დამნაშავე არ გახდეთ.+
11 მაგრამ, თუ კაცი ჩაუსაფრდება თავის მოძმეს,+ რომელიც სძულს, დაჰკრავს მას, მოკლავს და ერთ-ერთ იმ ქალაქში გაიქცევა, 12 მისი ქალაქის უხუცესებმა გამოაყვანინონ იქიდან და სისხლის ამღებს გადასცენ; ის უნდა მოკვდეს.+ 13 არ შეიბრალოთ იგი; ჩამორეცხეთ უდანაშაულო სისხლი ისრაელს,+ რათა ხელი მოგემართოთ.
14 როცა მიიღებთ მემკვიდრეობას იმ მიწაზე, რომელსაც იეჰოვა გაძლევთ, არ გადაუწიოთ თქვენს მოძმეებს თქვენი წინაპრების მიერ დადგენილი მიჯნა.+
15 როცა კაცი დანაშაულს ან რაიმე ცოდვას ჩაიდენს, მის წინააღმდეგ ერთი მოწმის გამოსვლა საკმარისი არ იქნება;+ დანაშაული ორი ან სამი მოწმის პირით უნდა დამტკიცდეს.+ 16 თუ ვინმე ვინმეს წინააღმდეგ ცრუმოწმედ გამოვა და დანაშაულის ჩადენას დააბრალებს,+ 17 წარდგეს ეს ორი მოდავე კაცი იეჰოვას წინაშე, მღვდლებისა და მსაჯულების წინაშე, რომლებიც იმ დროს იქნებიან.+ 18 მსაჯულებმა გულდასმით გამოიკვლიონ საქმე+ და ცრუმოწმეს, რომელიც თავის ძმას დანაშაულის ჩადენას აბრალებს, 19 ის გაუკეთეთ, რაც მან თავისი მოძმისთვის განიზრახა;+ ამოძირკვეთ ბოროტება.+ 20 გაიგებს ხალხი ამას, შეეშინდებათ და აღარ ჩაიდენენ ასეთ ბოროტებას.+ 21 ნუ შეიბრალებთ დამნაშავეს;+ სიცოცხლე სიცოცხლით უნდა ზღოთ, თვალი — თვალით, კბილი — კბილით, ხელი — ხელით, ფეხი — ფეხით“.+