ფსალმუნები
დავითის ფსალმუნი.
35 იეჰოვა, წარმართე ჩემი საქმე და დამიცავი ჩემი მოწინააღმდეგეებისგან;+
შეებრძოლე ჩემ წინააღმდეგ მებრძოლთ.+
2 ხელთ იპყარი პატარა ფარიცა და დიდი ფარიც+
და აღდექ ჩემ დასაცავად;+
3 შუბი და ცული მოუღერე ჩემს მდევნელებს.+
მითხარი, მე ვარ-თქო შენი მხსნელი.+
4 შერცხვნენ და დამცირდნენ ჩემზე მონადირენი.+
სირცხვილნაჭამნი უკუიქცნენ ჩემი მოსპობის მსურველნი.
6 ბნელი და მოლიპული იყოს მათი გზა,
როცა იეჰოვას ანგელოზი დაედევნება.
7 ვინაიდან უმიზეზოდ დამიგეს ბადე;
უმიზეზოდ გამითხარეს ორმო.
8 მოულოდნელად დაატყდეს მას უბედურება,
თავისივე დაგებულ ბადეში გაებას,
ორმოში ჩავარდეს და განადგურდეს!+
9 მე კი იეჰოვათი გავიხარებ,
ვიმხიარულებ, რადგან ის არის მხსნელი.
10 მთელი არსებით ვიტყვი:
„იეჰოვა, ვინ არის შენი მსგავსი?!
13 მე კი მათი სნეულების დროს ჯვალოს სამოსს ვიცვამდი,
და მარხვით ვიტანჯავდი თავს;
ხოლო, როცა უპასუხოდ რჩებოდა ჩემი ლოცვა,
14 ვგლოვობდი ისე, როგორც ძმასა და მეგობარს გლოვობენ;
დედაზე მგლოვიარესავით მოვიკაკვე.
15 მაგრამ ისინი ჩემმა წაბორძიკებამ გაახარა და ერთად შეიყარნენ;
შეიყარნენ, რომ მოულოდნელად დამსხმოდნენ თავს,
მგლეჯდნენ, არ ჩუმდებოდნენ.
17 იეჰოვა, როდემდე უნდა უყურო ამას?!+
19 ნუ გაიხარებენ ჩემი უბედურებით ჩემზე უმიზეზოდ გადამტერებულნი;
ნუ ჩაუკრავენ ერთმანეთს თვალს+ უმიზეზოდ ჩემი მოძულენი;+
21 ბაგეს ხსნიან, რომ ბრალი დამდონ,
ამბობენ, ახია მასზე, ჩვენი თვალით ვიხილეთო.
22 შენ ხედავ ამას, იეჰოვა, ნუ დადუმდები!+
იეჰოვა, შორს ნუ დაიჭერ თავს ჩემგან!+
23 გამოიღვიძე, აღდექ ჩემს დასაცავად,
იეჰოვა, ჩემო ღმერთო, გამომესარჩლე სასამართლოზე.
25 ნუ იტყვიან თავიანთთვის, ახია მასზე, ვეწიეთო საწადელს.
ნურასდროს იტყვიან, ჩავყლაპეთო.+
26 შერცხვეს და დამცირდეს ყველა,
ვინც ჩემი უბედურებით ხარობს.
სირცხვილითა და დამცირებით შეიმოსონ ისინი, ვინც მედიდგულებიან.
27 სიხარულით იყიჟინონ მათ, ვისაც ჩემი სიმართლე ახარებს;
კვლავ და კვლავ თქვან:
„დიდება იეჰოვას, რომელსაც თავისი მსახურის მშვიდობა ახარებს!“+