აღსავალი სიმღერა. დავითის ფსალმუნი.
131 იეჰოვა, არც გავდიდგულებულვარ
და არც ამაყად ვიმზირები;+
არც დიდ რამეს ვესწრაფვი+
და არც მიუწვდომელს ვეპოტინები;
2 ისე ვიმშვიდებ და ვიოკებ თავს,+
როგორც დედა ამშვიდებს ძუძუს მოწყვეტილს;
მასავით ვარ გაყუჩებული.
3 დაელოდოს ისრაელი იეჰოვას+
ახლაც და მარადიულადაც!