იობი
5 „აბა, მოუხმე! განა გიპასუხებს ვინმე?!
რომელ წმინდას მიმართავ?!
2 უგუნურს გულისწყრომა მოკლავს
და ბრიყვს შური მოუღებს ბოლოს.
3 მინახავს უგუნური, ფესვი რომ ჰქონია გადგმული,
მაგრამ მალევე დაწყევლილა მისი კერა.
6 მიწიდან არ ამოდის ზიანი
და ნიადაგიდან არ აღმოცენდება გასაჭირი.
7 როგორც ნაპერწკლების მაღლა ასვლაა გარდაუვალი,
ისე კაცის ცხოვრებაა გარდაუვალი გასაჭირის გარეშე.
8 მე მაინც ღმერთს მივმართავდი,
ღმერთს წარვუდგენდი ჩემს საქმეს,
9 მას, ვინც დიდებულ და ჩაუწვდომელ საქმეებს იქმს,
ვინც უამრავ საოცრებას ახდენს;
10 ვინც წვიმას არ აკლებს მიწას
და წყლით რწყავს მინდვრებს;
11 ვინც საწყლებს ამაღლებს,
ვინც ხსნით ამაღლებს დამწუხრებულთ;
12 ვინც ცბიერთა ზრახვებს ფუშავს,
რომ წარმატებას ვერ მიაღწიონ;
14 ისინი დღისით სიბნელეში არიან,
შუადღისით ხელის ცეცებით დადიან, თითქოს ღამე იყოს.
15 ის იხსნის კაცს მათი მახვილივით მჭრელი ენისგან
და საწყალს — ძლიერის ხელიდან,
16 რათა საწყლებს იმედი მიეცეთ,
უმართლოებს კი პირი აეკრათ.
17 ბედნიერია კაცი, რომელსაც ღმერთი შეაგონებს.
ყოვლისშემძლისგან სასჯელს ნუ აირიდებ!
18 ის აყენებს კაცს ტკივილს და თავადვე უხვევს იარას;
ის აყენებს მას ჭრილობას და თავისივე ხელით უშუშებს.
19 ექვსჯერ დაგიხსნის გასაჭირიდან
და მეშვიდეჯერაც არაფერი დაგიშავდება.
20 შიმშილობის დროს სიკვდილისგან გიხსნის
და ომის დროს — მახვილისგან.
22 შიმშილობისა და განადგურების დროს გაგეცინება
და მხეცების არ შეგეშინდება.
23 შენი მინდორი ქვებით არ გაივსება
და მხეცები მშვიდობიანად იქნებიან შენთან.
25 ბევრი შვილი გეყოლება
და შენი მოდგმა ბალახივით გამრავლდება.
26 როგორც ძნაა მაგარი მკის დროს,
შენც ისეთივე ჯანმაგარი იქნები სამარეში ჩასვლის დროს.
27 აი, ეს გამოვარკვიეთ და ნამდვილად ასეა.
მოისმინე და გაითვალისწინე“.