იობი
2 „ასე როდემდე უნდა ლაპარაკობდე?!+
შენი სიტყვები ქარია და მეტი არაფერი.
3 განა გაამრუდებს ღმერთი სამართალს?!
განა გაამრუდებს ყოვლისშემძლე სიმართლეს?!
4 შენმა ვაჟებმა შესცოდეს მას,
ამიტომაც დაისაჯნენ თავიანთი ურჩობის გამო.
ყოვლისშემძლისთვის წყალობა რომ გეთხოვა
6 და წმინდა და მართალი ყოფილიყავი,+
გადმოგხედავდა
და უწინდელ დიდებას დაგიბრუნებდა.
9 ჩვენ გუშინ გავჩნდით და არაფერი ვიცით,
ჩვენი დღეები ჩრდილივითაა დედამიწაზე.
10 განა არ დაგარიგებენ?!
განა არ გეტყვიან იმას, რაც იციან?!
11 თუ გაიზრდება პაპირუსი უჭაობოდ?!
თუ გაიზრდება ლერწამი უწყლოდ?!
12 ნორჩიც რომ იყოს და მოუწყვეტელი,
ყველა მცენარეზე ადრე გახმება.
13 ასე დაემართებათ ღვთის დამვიწყებლებს,
იმედი გაუცრუვდებათ უღვთოებს,
14 ვინც იმედს ამაოებაზე ამყარებს,
და ვისი იმედიც ობობას ქსელივით სუსტია;
15 დაეყრდნობა მას, მაგრამ ის ვერ გაუძლებს.
მოეჭიდება, მაგრამ ის ვერ დაიჭერს.
17 ქვების გროვაში ჩახლართვია ფესვები
და ცდილობს, ქვებს შორის დაიდოს ბინა.
20 არ უარყოფს ღმერთი მართალ* ადამიანს
და ბოროტმოქმედს არ დაეხმარება.
21 გულს სიხარულით აგივსებს იგი
და მხიარული ყიჟინით შესძახებ.
22 შენი მოძულენი სირცხვილით შეიმოსებიან
და ბოროტთა კარავი დაეცემა“.