გუნდის ხელმძღვანელს. დავითის საგალობელი.
64 ისმინე, ღმერთო, ჩემი ვედრება.+
დამიცავი მტრისგან, თავზარს რომ მცემს.
2 დამიფარე ბოროტმოქმედთა მუხანათური ჩანაფიქრისგან,+
ავისმქნელთაგან.
3 მათ მახვილივით აილესეს ენები
და მწარე სიტყვები ისრებივით მომართეს,
4 საფრიდან რომ ესროლონ მართალს;
არ ეშინიათ, ისე ესვრიან მოულოდნელად.
5 ერთმანეთს საბოროტოდ აქეზებენ,
ბჭობენ, როგორ დააგონ მახე;
ამბობენ, ვინ შეამჩნევსო.+
6 სულ იმაზე ფიქრობენ, კიდევ როგორ იბოროტონ;
ჩუმად აწყობენ მზაკვრულ გეგმებს,+
ჩაუწვდომელია მათი გულის ზრახვები.
7 ისარს ესვრის მათ ღმერთი;+
მოულოდნელად დაიჭრებიან ისინი.
8 მათივე ენა გახდება მათი დაცემის მიზეზი.+
ყველა მათი შემხედვარე თავის ქნევას მოჰყვება.
9 მაშინ ყველას შიში აიტანს,
გააცხადებენ, რა მოიმოქმედა ღმერთმა
და ჩასწვდებიან მის საქმეებს.+
10 მართალი გაიხარებს იეჰოვათი და მას შეაფარებს თავს;+
ყველა გულმართალი იამაყებს.