ფსალმუნები
გუნდის ხელმძღვანელს. დავითის საგალობელი.
13 იეჰოვა, როდემდე გეყოლები დავიწყებული? სამუდამოდ?
როდემდე მომარიდებ პირს?+
2 როდემდე უნდა ვდარდობდე,
როდემდე უნდა ვიყო გულდამწუხრებული?
როდემდე უნდა მძლავრობდეს ჩემზე მტერი?+
3 მომხედე, იეჰოვა, ჩემო ღმერთო, და მიპასუხე!
გამიცისკროვნე თვალები, რომ სიკვდილმა არ მიმაძინოს
4 და არ თქვას ჩემმა მტერმა, ვძლიეო.
ნუ გაახარებ ჩემი წაბორძიკებით ჩემს მოწინააღმდეგეებს.+