იერემია
9 ო, ნეტავ თავი წყლად მექცეს
და თვალები — ცრემლის წყაროდ!+
მაშინ დღედაღამ ვიგლოვებდი
ჩემს ხალხს შორის დახოცილებს.
2 ო, ნეტავ მეც მქონდეს უდაბნოში ადგილი,
სადაც მგზავრები ღამეს ათევენ;
დავტოვებდი ჩემს ხალხს და გავეცლებოდი;
ყველანი მრუშები არიან,+ ვერაგთა ხროვა.
„ბოროტებას ბოროტებაზე სჩადიან
და არაფრად მაგდებენ,+ — ამბობს იეჰოვა. —
4 უფრთხილდით მოძმეებს,
ძმებსაც კი არ ენდოთ,
5 თითოეული ატყუებს თავის მოძმეს,
სიმართლეს არავინ ამბობს.
ენა სიცრუის თქმას მიაჩვიეს+
და დაიქანცნენ ბოროტების ჩადენით.
6 სიცრუეში ცხოვრობთ.
ცრუები არიან და არ უნდათ, რომ მიცნობდნენ“, — ამბობს იეჰოვა.
7 ამიტომ აი, რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა:
„დავადნობ მათ და განვწმენდ;+
მეტი რაღა გავუკეთო ჩემი ხალხის ასულს?!
8 მათი ენა მომაკვდინებელი ისარია, სიცრუის მფრქვეველი.
ბაგით მშვიდად ელაპარაკება კაცი თავის მოძმეს,
გულში კი მახეს უგებს.
9 როგორ არ მოვკითხო ამისთვის პასუხი?! — ამბობს იეჰოვა. —
როგორ არ ვიძიო შური ამისთანა ხალხზე?!+
10 მთების გამო ავტირდები და გოდებას მოვყვები,
უდაბნოს საძოვრების გამო სამგლოვიარო სიმღერას ვიმღერებ,
რადგან გადაიწვა იქაურობა და კაციშვილი აღარ დადის იქ;
აღარ ისმის ცხვარ-ძროხის ხმა,
აღარც ცის ფრინველები არიან იქ და აღარც მხეცები, გადაიკარგნენ.+
11 ქვების გროვად+ და ტურების ბუნაგად+ ვაქცევ იერუსალიმს,
გავაპარტახებ და გავაუკაცრიელებ იუდას ქალაქებს.+
12 ვინაა ბრძენი და ვინ მიხვდება ამის მიზეზს?!
ვის ელაპარაკა იეჰოვა და ვინ აუწყებს სხვებს ამის შესახებ?!
რატომ განადგურდა ქვეყანა?!
რატომ გადაიბუგა უდაბნოსავით,
სადაც კაციშვილი აღარ დადის?!“
13 იეჰოვა ამბობს: «იმიტომ რომ არ დაიცვეს და უარყვეს ჩემი მიცემული კანონი და არ დამემორჩილნენ; 14 გაჯიუტდნენ, აჰყვნენ თავიანთ გულისთქმას+ და თაყვანისცემა დაუწყეს ბაალის კერპებს, რაც მამა-პაპისგან ისწავლეს.+ 15 ამიტომ აი, რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „აბზინდას ვაჭმევ ამ ხალხს და მოწამლულ წყალს დავალევინებ,+ 16 გავფანტავ მათ იმ ერებში, რომლებსაც არც თვითონ იცნობდნენ და არც მათი მამა-პაპა;+ მახვილს დავადევნებ მათ და გავწყვეტ“.+
17 აი, რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა:
„დაუკვირდით ამ ყველაფერს,
მოუხმეთ მოტირალ ქალებს,+
მოიყვანეთ ამ საქმეში დაოსტატებული ქალები;
18 სწრაფად მოვიდნენ და მოჰყვნენ გოდებას,
ცრემლად რომ დაიღვაროს ჩვენი თვალები,
წყალი რომ სდიოდეს ჩვენს ქუთუთოებს.+
19 გოდების ხმა ისმის სიონიდან:+
როგორ გავნადგურდით!
როგორ შევრცხვით!
ქვეყანა დავტოვეთ, მათ კი სახლები აგვიოხრეს“.+
20 მოისმინეთ, ქალებო, იეჰოვას სიტყვა,
ყურად იღეთ მისი ბაგიდან წამოსული სიტყვა!
ასწავლეთ ეს გოდება თქვენს ასულებს,
ასწავლეთ ერთმანეთს ეს სამგლოვიარო სიმღერა,+
21 რადგან სიკვდილი შემოიჭრა ჩვენს სარკმლებში,
ჩვენს გამაგრებულ კოშკებში შემოვიდა,
ბავშვები რომ ქუჩებიდან წაასხას
და ჭაბუკები — მოედნებიდან“.+
22 თქვი, აი, რას ამბობს-თქო იეჰოვა:
„ადამიანთა გვამები მინდორში ნეხვივით ეყრება,
მომკელის უკან დაყრილი ახალმომკილი თავთავებივით;
არავინ იქნება შემგროვებელი“».+
23 აი, რას ამბობს იეჰოვა:
24 ვინც ამაყობს, იმით იამაყოს,
რომ გამჭრიახია და მიცნობს,+
იცის, რომ მე ვარ იეჰოვა,
რომელსაც მსიამოვნებს სიკეთის* კეთება,+ სამართლიანად მოქმედება და სიმართლის ქმნა დედამიწაზე,+ — ამბობს იეჰოვა. —
25 დადგება დრო, — ამბობს იეჰოვა, — და პასუხს ვაგებინებ ყველა წინადაცვეთილს, თუმცა წინადაუცვეთელს,+ 26 ეგვიპტეს,+ იუდას,+ ედომს,+ ამონელებს,+ მოაბს,+ უდაბნოს მკვიდრთ, რომელთაც საფეთქლებთან თმა აქვთ შეკრეჭილი;+ ეს ყველა ერი წინადაუცვეთელია, ისრაელებიც წინადაუცვეთელნი არიან გულით“.+