ვინ შექმნა?
მოლუსკის ნიჟარა
ზღვის ნიჟარები ერთი შეხედვით მყიფე ჩანს, მაგრამ სინამდვილეში მათი დამსხვრევა არც ისე იოლია. „ბავშვობაში ზოგჯერ ჩაქუჩი მჭირდებოდა ნიჟარების დასამტვრევად“, — ამბობს ინჟინერი კენეტ ვეკიო. ზღვის ნიჟარების სიმტკიცის მაგალითი მოლუსკის ნიჟარაა.a
დაფიქრდით: მოლუსკების ნიჟარის შიგა შრე (სადაფი) შედგება მიკროსკოპული ქერცლებისგან. თითოეული მათგანის ზომა ერთი ნანომეტრი ანუ მეტრის მემილიარდედია. „გაოგნებული ვართ, თუ რამდენად რთულია სადაფის მიკროსკოპული აგებულება. როგორც ჩანს, სწორედ ეს განაპირობებს მის მდგრადობას“, — აღნიშნავს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მასალათმცოდნეობისა და საინჟინრო მეცნიერების დოცენტი კრისტინა ორტისი.
სამეცნიერო ნაშრომების ავტორმა, შარლ პეტიტმა, სადაფზე მიკროსკოპით დაკვირვების შემდეგ, მის აგებულებას „საოცრად ზუსტი“ უწოდა. ის გვიხსნის: „განივკვეთში მიკროსკოპით დათვალიერებისას სადაფის ფირფიტები აგურის წყობას გვაგონებს. კალციუმის კარბონატის ექვსკუთხა კრისტალური ფირფიტები აკურატულად არის ერთმანეთზე დაწყობილი. ისინი ერთმანეთთან შეწებებული არიან ცილით მდიდარი წებოვანი ნივთიერებით, რომელსაც მოლუსკი გამოყოფს“.
მეცნიერებს სჯერათ, რომ მოლუსკების ნიჟარების სიმტკიცის საიდუმლოს გაშიფვრა მათ ბევრი რამის გაუმჯობესების საშუალებას მისცემთ. მაგალითად, დამცავი ჯავშნის, ავტომობილის კორპუსის და თვითმფრინავის ფრთების. „ბუნებას კონსტრუირების ისეთი საფუძვლები აქვს, რომ მიკროსკოპულ დონეზე ქმნის აღმატებული მექანიკური თვისებების მქონე კონსტრუქციებს. ბევრ საკითხში ინჟინრებს დღემდე ვერ მიუღწევიათ ასეთი მაღალი დონისთვის“, — აღნიშნავს ორტისი.
რას ფიქრობთ? შემთხვევით შეიქმნა ესოდენ მდგრადი მოლუსკის ნიჟარა თუ მას ჰყავს შემოქმედი?
[სქოლიო]
a მოლუსკები რბილტანიანი, უხერხემლო ცხოველები არიან. ზღვის მოლუსკებს მიეკუთვნება მიტილუსი, მიდია, ხამანწკა, სავარცხლურა, რვაფეხა და კალმარი.
[სურათი 25 გვერდზე]
მოლუსკის ნიჟარის გადიდებული შიგა ფენა განივკვეთში
[საავტორო უფლება]
Inset: © Eye of Science/Photo Researchers, Inc.