„ყველაფერი, რაც მჭირდება, ბიბლიაში წერია!“
◼ ერთხელ ფრანგულ ენაზე მოლაპარაკე ერთი ცოლ-ქმარი, რომლებიც იეჰოვას მოწმეები არიან, ხმელთაშუაზღვის კუნძულ კორსიკის ქალაქ აიაჩოში ერთ-ერთ კორპუსში შევიდნენ. შესასვლელში მათ დაინახეს, რომ ძირს კონვერტი ეგდო, რომელშიც 400 ევრო იდო. ცოლი გვიყვება: „შესასვლელში კედელზე გავაკარით პატარა წერილი, სადაც მივუთითეთ, რომ კონვერტის მფლობელს შეეძლო მითითებულ ნომერზე დაერეკა“.
მეორე დღეს, საღამოს, ამ წყვილს ქალბატონმა დაურეკა. როდესაც ისინი დარწმუნდნენ, რომ მართლაც ამ ქალბატონს ეკუთვნოდა დაკარგული ფული, შეხვედრა დათქვეს. ქალი იმდენად გაოცდა, რომ მისთვის ფულის დაბრუნებას აპირებდნენ, ყვავილების თაიგულით მივიდა მათთან. კონვერტში ჩადებული ფული მისი ხელფასი იყო და მეორე დღეს ერთი თვით დასასვენებლად აპირებდა წასვლას.
მოგვიანებით ამ ქალბატონმა ბარათი გაუგზავნა წყვილს, რომელშიც კიდევ ერთხელ უხდიდა მადლობას ღირსეული საქციელისთვის. როდესაც ის შვებულებიდან დაბრუნდა, მასთან ორი იეჰოვას მოწმე მივიდა. მათ ისაუბრეს იმაზე, თუ რამდენად პრაქტიკულია ბიბლიის რჩევები ოჯახებისთვის და რამდენად გამოსადეგია მასში მოცემული ინფორმაცია ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს საკითხები მას ძალიან აინტერესებდა.
მათ ერთად განიხილეს წიგნიდან, „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ ერთ-ერთი თავი „რისი გაკეთება შეგიძლია შენი ოჯახის ბედნიერებისთვის?“. ამ ქალმა აღფრთოვანება ვერ დამალა და თქვა: „საოცარია, ყველაფერი, რაც მჭირდება, ბიბლიაში წერია!“. მან ბიბლიის შესწავლა დაიწყო.
წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია?“ მხოლოდ ოჯახურ ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხებს არ ეხება; მასში ასევე განხილულია, ვინ არიან ღმერთი და იესო ქრისტე, სად იმყოფებიან მკვდრები, რატომ უშვებს ღმერთი ტანჯვას და სხვა მრავალი საკითხი, რომლებიც ადამიანებს აინტერესებთ. თუ გსურთ, მიიღოთ ეს წიგნი, შეავსეთ თანდართული ტალონი და გაგზავნეთ ამ ჟურნალის მე-5 გვერდზე მითითებულ თქვენთვის უახლოეს მისამართზე.
□ გთხოვთ, გამომიგზავნოთ ეს წიგნი.
□ მსურს ბიბლიის უფასო შესწავლა.