შესავალი
ადრე თუ გვიან ყველა ვდგებით სერიოზული პრობლემის წინაშე, იქნება ეს ავადმყოფობა, უბედური შემთხვევა, სტიქიური უბედურება თუ ძალადობრივი ქმედება.
როცა ტრაგედია გვატყდება, ვცდილობთ, დავადგინოთ, რა არის ამის მიზეზი.
ზოგი ტანჯვას ბედისწერას მიაწერს ან ფიქრობს, რომ, რაც არ უნდა ეცადოს, ბევრს ვერაფერს შეცვლის.
ზოგის აზრით კი, ტანჯვის მიზეზი ამ ცხოვრებაში ან წინა ცხოვრებაში ჩადენილი ცუდი საქციელია.
უბედურების დროს ადამიანებს კითხვები ებადებათ. სამწუხაროდ, ეს კითხვები ხშირად უპასუხოდ რჩება.