სიმღერა 97
წინ, სამეფოს მსახურებო!
1. წინ, სამეფოს მქადაგებლებო,
ყველა ხალხს უქადაგეთ,
სიყვარულით აღიძარით და
თავმდაბლებს დაეხმარეთ.
ღვთისმსახურება პატივია,
მისი სიტყვა გავაცხადოთ,
დავამოწმოთ ღვთის სახელზე და
ქადაგება კვლავ განვაგრძოთ.
(მისამღერი)
წინ! ყველგან სამეფოს ცნობა ხალხს ვამცნოთ გაბედულად!
წინ! იეჰოვას მხარეს ყოველთვის დავრჩეთ ერთგულად.
2. ღვთის მსახურები წინ მიდიან,
რწმენით ჯილდოს ხედავენ.
მტკიცედ, განახლებული გულით
მივყვეთ უფლის ნაკვალევს.
ღვთის სამეფოს შესახებ ცნობა
დაე ყველამ მოისმინოს,
რადგან მხარს გვიჭერს იეჰოვა,
არაფერმა შეგვაშინოს.
(მისამღერი)
წინ! ყველგან სამეფოს ცნობა ხალხს ვამცნოთ გაბედულად!
წინ! იეჰოვას მხარეს ყოველთვის დავრჩეთ ერთგულად.
3. ‘სხვა ცხვრები’ ცხებულებთან ერთად
წინ მიიწევენ ერთად,
ახალგაზრდა თუ ხანდაზმული
ჭეშმარიტ გზას მიჰყვება.
წმინდაა ჩვენი მსახურება,
ღმერთს თაყვანს ვცემთ გონივრულად.
ვიყოთ სუფთად, ვიყოთ წმინდები
და ვიცხოვროთ ღირსეულად.
(მისამღერი)
წინ! ყველგან სამეფოს ცნობა ხალხს ვამცნოთ გაბედულად!
წინ! იეჰოვას მხარეს ყოველთვის დავრჩეთ ერთგულად.
(იხილეთ აგრეთვე ფსალმ. 23:4; საქ. 4:29, 31; 1 პეტ. 2:21)