ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 138
ჭაღარის სილამაზე
ბეჭდური ვერსია
1. ჩვენ შორის მხნედ არიან
ხანდაზმულები,
მტკიცედ დგანან, თუმც მათ აქვთ
განსაცდელები.
ზოგს აღარ ჰყავს მეუღლე,
ან სუსტად არის.
ღმერთო, მათ განუმტკიცე
რწმენა მომავლის!
(ᲛᲘᲡᲐᲛᲦᲔᲠᲘ)
მამავ, გახსოვს, რწმენით
შენ გემსახურნენ.
გთხოვთ დაარწმუნე, რომ
მათ გზას იწონებ.
2. ჭაღარა ხანდაზმულებს
ძალზე ამშვენებს.
ღმერთი მათ ერთგულებას
დიდად აფასებს.
გვახსოვდეს, ერთ დროს იყვნენ
ახალგაზრდები,
ემსახურებოდნენ ღმერთს
მთელი ძალებით.
(ᲛᲘᲡᲐᲛᲦᲔᲠᲘ)
მამავ, გახსოვს, რწმენით
შენ გემსახურნენ.
გთხოვთ დაარწმუნე, რომ
მათ გზას იწონებ.
(იხილეთ აგრეთვე ფსალმ. 71:9, 18; იგავ. 20:29; მათ. 25:21, 23; ლუკ. 22:28; 1 ტიმ. 5:1)