ᲒᲐᲙᲕᲔᲗᲘᲚᲘ 10
ინტონაცია
იგავები 8:4, 7
ᲛᲗᲐᲕᲐᲠᲘ ᲐᲖᲠᲘ: გასაგებად გადმოეცი აზრი. შეეცადე, რომ ხმის სიმაღლის, ტემპისა და ტონის ცვლილებით მსმენელში ემოციები აღძრა.
ᲠᲐ ᲣᲜᲓᲐ ᲒᲐᲐᲙᲔᲗᲝ:
ცვალე ხმის სიმაღლე. ხმას აუწიე, თუ გინდა, მნიშვნელოვანი აზრი გამოკვეთო და მსმენელი მოქმედებისკენ აღძრა. ასე მოიქეცი მაშინაც, როცა ბიბლიაში განაჩენს კითხულობ. ხმის დაწევა კი მაშინაა საჭირო, როცა გინდა, მსმენელში ინტერესი გამოიწვიო ან შიში და მღელვარება გამოხატო.
ცვალე ხმის ტონი. თუ თქვენს ენაში მისაღებია, ენთუზიაზმის გამოსახატავად ან მოცულობისა და მანძილის აღსაწერად შეგიძლია ტონს აუწიო. ტონის დაწევა კი მწუხარებისა და დარდის გამოსახატავადაა საჭირო.
ცვალე ტემპი. აღელვებისა და სიხარულის გამოსახატავად უფრო სწრაფად ილაპარაკე, მნიშვნელოვანი აზრების გადმოცემის დროს კი ტემპი შეანელე.