ადაია
[იეჰოვამ მორთო [სახელის მფლობელი]].
1. ლევის ვაჟ გერშომის შთამომავალი და ასაფის წინაპარი (1მტ. 6:39—43).
2. ბენიამინელი შიმეის ვაჟი (1მტ. 8:1, 21).
3. მაასეიას მამა; მაასეია იყო იმ ასისთავთაგან ერთ-ერთი, რომლებიც დაეხმარნენ მღვდელ იეჰოიადას ბოროტი ათალიას მმართველობის დამხობასა და იუდას ტახტზე იეჰოაშის აყვანაში (2მტ. 23:1).
4. იედიდას მამა; იედიდა იყო მეფე იოშიას დედა (2მფ. 22:1). ის იუდაში მდებარე შეფელას ბოცკათიდან იყო (იეს. 15:21, 33, 39).
5. იუდასტომელი იოიარიბის ვაჟი (ნემ. 11:4, 5).
6. მღვდელი, რომელიც ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ იერუსალიმში ცხოვრობდა. იეროხამის ვაჟი (1მტ. 9:10—12; ნემ. 11:12).
7. ერთ-ერთი ისრაელი ბანის ძეთაგან, რომლებმაც ბაბილონის ტყვეობის შემდეგ უცხოელი ცოლები გაუშვეს ვაჟებთან ერთად (ეზრ. 10:29, 44).
8. კიდევ ერთი ისრაელი მათგან, ვინც უცხოელი ცოლები და ვაჟები გაუშვა; იყო ბინუის საგვარეულოდან (ეზრ. 10:38, 39, 44).