ამასაი
[ამასიას შემოკლებული ფორმა].
1. ლევიანი კეჰათის საგვარეულოდან; ელკანას ვაჟი და წინასწარმეტყველ სამუელის წინაპარი; ის აგრეთვე იყო დავითის დროს ტაძრის მგალობელი ჰემანის წინაპარი (1მტ. 6:25, 33, 35).
2. ოცდაათის მეთაური, რომლებიც იუდასა და ბენიამინის ტომებიდან იყვნენ შეკრებილი და დავითს შეუერთდნენ ციკლაგში. როცა დავითი დაეჭვდა, რომ ისინი უღალატებდნენ, „სულმა მოიცვა ამასაი“, მთელი გულით მხარდაჭერა აღუთქვა დავითს და უთხრა, რომ იეჰოვა იყო მისი დამხმარე (1მტ. 12:16—18).
3. შვიდი მღვდლიდან ერთ-ერთი, რომლებიც ხმამაღლა აყვირებდნენ საყვირებს „ჭეშმარიტი ღვთის კიდობნის წინ“, როცა დავითს ის იერუსალიმში გადაჰქონდა (1მტ. 15:24).
4. ლევიანი კეჰათის საგვარეულოდან, რომლის ვაჟი მახათი ხიზკიას დროს ტაძრის გაწმენდაში მონაწილეობდა (2მტ. 29:12—18).