ედრეი
1. ბაშანის მეფის, ოგის სატახტო ქალაქი (იეს. 12:4; 13:12). ამორეველი სიხონის დამარცხების შემდეგ ისრაელები მოსეს ხელმძღვანელობით ჩრდილოეთით წავიდნენ და ოგის ჯარს შეებრძოლნენ ედრეიში, ანუ იქ, სადაც, სავარაუდოდ, ბაშანის სამხრეთ საზღვარი გადიოდა. მართალია, ოგი გოლიათ რეფაიმთა უკანასკნელი წარმომადგენელი იყო და შესაძლოა ძლიერი ჯარიც ჰყავდა, მაგრამ ისრაელებმა, რომელთაც იეჰოვამ უშიშრად ყოფნისკენ მოუწოდა, სიცოცხლეს გამოასალმეს იგი, მისი ვაჟები, მისი ხალხი და დაეუფლნენ მათ ტერიტორიას (რც. 21:33—35; კნ. 3:1—10). მოგვიანებით ედრეი მენაშეს სამკვიდროდ მიეცა (იეს. 13:31). მიიჩნევენ, რომ ედრეი დღევანდელი დერაა, რომელიც მდებარეობს გალილეის ზღვის უკიდურესი სამხრეთი წერტილიდან აღმ. სამხრ.-აღმ.-ით, დაახლოებით 50 კმ-ში, იარმუკის მახლობლად. ნანგრევებს შორის იქ ნახევრად გათხრილ მიწისქვეშა ქალაქს ნახავთ, რომელიც მიწის ზედაპირზე მდებარე ქალაქის ქვემოთ, კლდეშია ნაკვეთი.
2. ნაფთალის ტომის გამაგრებული ქალაქი (იეს. 19:32, 35, 37). მიჩნეულია, რომ ის დღევანდელი თელ-ხურაიბეა, რომელიც ხაცორის ჩრდ. ჩრდ.-დას.-ით, დაახლოებით 7 კმ-ში მდებარეობს.