არქეოლოგიის წვლილი
არქეოლოგია ბიბლიით დაინტერესებულთა ყურადღებას უნდა იპყრობდეს, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში არქეოლოგიური აღმოჩენები გვეხმარება, მეტი გავიგოთ ბიბლიური დროის ყოფასა და ბიბლიის დედნისეულ ენებზე.
არქეოლოგიური აღმოჩენების შედეგად არაერთხელ გაბათილდა კრიტიკოსთა ეჭვები, თითქოს ბიბლიაში მოხსენიებული ზოგიერთი მოვლენა თუ განაცხადი სიმართლეს არ შეესაბამებოდა. მაგალითად, არსებობდა თუ არა ბაბილონის მეფე ბელშაცარი ან ასურეთის მეფე სარგონი? მე-19 საუკუნემდე ეს სახელები მხოლოდ ბიბლიიდან იყო ცნობილი (ეს. 20:1; დნ. 5:1). მაგრამ ხორსაბადში აღმოჩენილმა სარგონის სასახლემ და ახლა უკვე კარგად ცნობილმა „ნაბონიდის ქრონიკამ“ დაამტკიცა, რომ ეს მმართველები ნამდვილად არსებობდნენ.
თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ბიბლიის უტყუარობა არქეოლოგიურ აღმოჩენებზეა დამოკიდებული. ებრაელმა არქეოლოგმა იოჰანან აჰარონმა აღნიშნა: „როცა საქმე ეხება ისტორიულ ან ისტორიულ-გეოგრაფიულ განმარტებებს, არქეოლოგი ზუსტი მეცნიერების ჩარჩოებს სცდება. სრული ისტორიული სურათის შესაქმნელად მას უწევს სუბიექტურ შეფასებებსა და ჰიპოთეზებზე დაყრდნობა“. შედეგად, თავიანთი აღმოჩენების შეფასებისას არქეოლოგები ზოგჯერ ბიბლიის საწინააღმდეგო დასკვნებს აკეთებენ.
ეჭვქვეშ ხომ არ აყენებს ეს ბიბლიის უტყუარობას? სრულებითაც არა! მხოლოდ არქეოლოგიურ განმარტებებზე დაფუძნებული რწმენა სუსტი და მერყევია. ღვთივშთაგონებულობის დამადასტურებელი მტკიცებები თავად ბიბლიაში მოიპოვება და არა არქეოლოგიაში.
[დიაგრამა]
ბორცვი, სადაც ბეთ-შეანის ნანგრევებია
გათხრების ძირითადი ფენები
ბიზანტიური/არაბული
ელინისტური/რომაული
ისრაელური
ფილისტიმური/ისრაელური
ეგვიპტური
ნიადაგის ღრმა ზონდირების შედეგად აღმოაჩინეს დასახლების 18 ფენა, რომელთაგან უძველესი ქანაანურ ეპოქას მიეკუთვნება
თელ-ელ-ჰუსნი (თელ-ბეთ-შეანი)
[სურათი]
ამ ფილაზე ამოტვიფრულია სიტყვები: „აქ გადმოსვენებულია იუდას მეფე უზიას ძვლები. არ გახსნათ“. ეს წარწერა მიანიშნებდა ადგილზე, სადაც, სავარაუდოდ, ახ. წ. პირველ საუკუნეში მეფის ძვლები იყო გადმოსვენებული
[სურათი]
გეზერის კალენდარი, რომელიც სავარაუდოდ ძვ. წ. X საუკუნით თარიღდება, ებრაული დამწერლობის ერთ-ერთი უძველესი ნიმუშია
[სურათი]
სარგონ II, რომლის არსებობაში კრიტიკოსებს დიდი ხნის მანძილზე შეჰქონდათ ეჭვი, დღეს უკვე არქეოლოგებისთვის ცნობილი ფიგურაა
[სურათი]
გიხონის წყაროსა და სილოამის აუზის შემაერთებელი (სავარაუდოდ, ხიზკიას მიერ გაყვანილი) გვირაბის კედელზე აღმოაჩინეს ამ სურათზე ნაჩვენები წარწერა, რომელიც გვირაბის მშენებლობას აღწერს