ალილუია
ებრაული სიტყვა ჰალელუჲაჰის ტრანსლიტერაცია; პირველად გვხვდება ფსალმუნის 104:35-ში. „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ თითქმის ყველგან ნათარგმნია როგორც „ადიდეთ იაჰი“. ეს გამოთქმა 24-ჯერ გამოიყენება ებრაულ წერილებში და ყველგან ფსალმუნის თავში ან ბოლოში გვხვდება, თუ არ ჩავთვლით ფსალმუნის 135:3-ს (იხ. ფს. 112:1; 115:18; 146:1, 10; 147:1, 20; 148:1, 14; 149:1, 9; 150:1, 6). „ადიდეთ იაჰი“ დგას „ამინის“ გვერდით ფსალმუნების მეოთხე წიგნის ბოლოში (ფს. 106:48). მისი ბერძნული ფორმა ოთხჯერაა გამოყენებული გამოცხადების 19:1—6-ში, რომელშიც აღწერილია დიდი ბაბილონის განადგურებითა და იეჰოვას გამეფებით გამოწვეული სიხარული (იხ. იაჰი).