ჰემანი
1. ერთ-ერთი ოთხი ბრძენი მამაკაციდან, რომლებიც სიბრძნით მეფე სოლომონს ვერ უტოლდებოდნენ. ჰემანი, ქალქოლი და დარდა „მახოლის ვაჟებად“ არიან მოხსენიებულნი. ეს გამოთქმა, ზოგის აზრით, შეიძლება ნიშნავდეს მოცეკვავეთა ან მუსიკოსთა გუნდს (1მფ. 4:31). 1 მატიანის 2:3—6-დან ჩანს, რომ ჰემანი იუდას შთამომავალი იყო ზერახის ხაზით. 88-ე ფსალმუნის ეპიგრაფში ის ეზრახელად არის მოხსენიებული, რაც, როგორც ჩანს, ზერახელის სინონიმია (იხ. ეზრახელი).
2. იოელის ძე და წინასწარმეტყველ სამუელის შვილიშვილი კეჰათელთა საგვარეულოდან; ლევიანი მგალობელი და წინწილებზე დამკვრელი დავითისა და სოლომონის მეფობის დროს (1მტ. 6:33; 15:17—19; 2მტ. 5:11, 12). ის 14 ვაჟისა და 3 ასულის მამა იყო, რომლებიც მისი ხელმძღვანელობით მღეროდნენ იეჰოვას სახლში. თავად ჰემანს, ისევე როგორც ასაფსა და იედუთუნს, უშუალოდ მეფე ხელმძღვანელობდა (1მტ. 25:1, 4—6).