სასამართლო ტახტი
ჩვეულებრივ, კიბეებიანი შემაღლებული ადგილი ღია ცის ქვეშ, საიდანაც თანამდებობის პირები ხალხს მიმართავდნენ და თავიანთ გადაწყვეტილებებს უცხადებდნენ (მთ. 27:19; ინ. 19:13; სქ. 12:21; 25:6, 10, 17). ის ადგილი კორინთში, რომელსაც სასამართლო ტახტს ეძახდნენ (ბერძ. ბემა), სადაც პავლე გალიონის წინაშე წარდგა, თეთრი და ლურჯი მარმარილოთი იყო მოპირკეთებული (სქ. 18:1, 12, 16, 17). მას აქეთ-იქიდან ორი მოსაცდელი ოთახი ჰქონდა, სადაც მარმარილოს გრძელი სკამები იდგა და იატაკი მოზაიკით იყო მოპირკეთებული.
იეჰოვა ღმერთმა მთელი სასამართლო თავის ძეს გადასცა (ინ. 5:22, 27), ამიტომ ყველა უნდა წარდგეს „ქრისტეს სასამართლო ტახტის წინაშე“ (2კრ. 5:10). მას „ღვთის სასამართლო ტახტიც“ ეწოდება, რადგან თავად იეჰოვამ დანიშნა თავისი ძე მოსამართლედ და მისი მეშვეობით ასამართლებს (რმ. 14:10).