მედადი
ერთ-ერთი იმ 70 უხუცესიდან, რომლებიც მოსეს უნდა დახმარებოდნენ ისრაელის უდაბნოში ხეტიალის დროს. მიუხედავად იმისა, რომ მედადი და ელდადი სხვებთან ერთად არ მივიდნენ შეხვედრის კარავთან, ისინი „ჩაწერილთა შორის იყვნენ“. ამიტომ, როცა იეჰოვამ მოსეზე დავანებული სულის ნაწილი 70-ვე უხუცესს მოჰფინა, მათაც მიიღეს სული და ბანაკში აწინასწარმეტყველდნენ (რც. 11:16, 17, 24—26). როცა იესო ნავეს ძემ მოსეს ურჩია, შეეჩერებინა მედადი და ელდადი, მოსემ უთხრა: „ჩემდამი მოშურნეობა ხომ არ გალაპარაკებს? ნეტავ იეჰოვას ხალხიდან ყველა წინასწარმეტყველი იყოს, იეჰოვა თავის სულს მოჰფენდა მათ“ (რც. 11:27—29).