ფაგიელი
[შეხვედრა ღმერთთან]
აშერის ტომის თავკაცი უდაბნოში ხეტიალის დროს; ოქრანის ვაჟი (რც. 1:13, 16); ისრაელის პირველი აღწერის დროს ის ეხმარებოდა მოსეს. კარვის სამსხვერპლოს მიძღვნისას მან თავისი შესაწირავი მიიტანა. აგრეთვე ის მეთაურობდა თავისი ტომის ლაშქარს (რც. 1:4, 5, 13, 17—19; 2:27, 28; 7:11, 72—77; 10:26).