ფელატია
[იეჰოვა იხსნის].
1. სიმონელთა იმ ოთხი მთავრიდან ერთ-ერთი, რომელმაც 500 კაცით გაილაშქრა სეირის მთის წინააღმდეგ და დაამარცხა იქ დარჩენილი ამალეკელები. როგორც ჩანს, ეს ხიზკიას მეფობის დროს მოხდა (1მტ. 4:41—43).
2. ბენაიას ვაჟი. ისრაელის მთავარი, რომელიც ეზეკიელმა ხილვაში ნახა. ფელატია იააზანიასთან ერთად სიავეს იზრახავდა და ცუდ რჩევას იძლეოდა იერუსალიმის წინააღმდეგ. ფელატია მას შემდეგ მოკვდა, რაც ეზეკიელმა ღვთის შთაგონებით ისრაელის საუბედუროდ იწინასწარმეტყველა (ეზკ. 11:1—13).
3. დავითის შთამომავალი, ზერუბაბელის შვილიშვილი (1მტ. 3:19—21). სავარაუდოდ, ფელატია №4.
4. ერთ-ერთი საგვარეულოს თავკაცი, რომელმაც ბეჭდით დაადასტურა წერილობითი შეთანხმება, რომ აღარ მოიყვანდნენ უცხოელ ცოლებს (ნემ. 9:38; 10:1, 14, 22; იხ. №3).