ᲡᲮᲔᲣᲚᲘᲡ ᲛᲝᲮᲐᲢᲕᲐ
სხეულზე არსებული პერმანენტული წარწერა ან გამოსახულება, რომელიც კეთდება სხეულის დასერვით ან კანქვეშ ფერადი პიგმენტის შეტანით. ეს ჩვეულება ფართოდ იყო გავრცელებული ზოგ ძველად მცხოვრებ ერში, ისრაელებს კი ეკრძალებოდათ სხეულის დაზიანება ასეთი სახით (ლვ. 19:28). მაგალითად, ძველი ეგვიპტელები თავიანთი ღვთაებების სახელებს ან მათ სიმბოლოებს იტვიფრავდნენ მკერდზე ან მკლავებზე. იეჰოვას კანონის მორჩილება, რომელიც ისრაელებს სხეულის დასახიჩრებას უკრძალავდა, მათ სხვა ერებისგან გამოარჩევდა (კნ. 14:1, 2). გარდა ამისა, ეს აკრძალვა იმასაც ემსახურებოდა, რომ მათ სათანადოდ დაეფასებინათ ღვთის ქმნილება — ადამიანის სხეული, რომლითაც პატივი უნდა მიეგოთ შემოქმედისთვის (ფს. 100:3; 139:13—16; რმ. 12:1).