ცერი (II)
იედუთუნის ექვსი ვაჟიდან ერთ-ერთი; ტაძრის მუსიკოსი (1მტ. 25:1, 3). 1 მატიანის 25:11-ში მის სახელს წინ დართული აქვს ებრაული ასო ჲოდი და იკითხება როგორც „იცრი“. ის იყო დავითის დროს ტაძარში მომსახურე მუსიკოსთა 24 ჯგუფიდან მეოთხე ჯგუფის თავკაცი.