ჰგავხარ შენ ერთ-ერთ ამათგანს?
„სჯობს ერთი დღე ლომი იყო, ვიდრე ასი წელი კრავი“. ამ სიტყვებს მიაწერენ ყოფილ იტალიელ დიქტატორს, ბენიტო მუსოლინს.
მუსოლინის მსგავსად, ბევრს არ უყვარს, როცა მათ კრავად და ცხვრად სთვლიან. მაგრამ ძველი ისრაელის ფსალმუნმომღერალმა-მეფემ განაცხადა: „უფალი [იეჰოვა, აე] ჩემი მწყემსია. . . წყნარ წყლებზე წამიძღვება მე“ (ფსალმუნი 22:1, 2). დიახ, იეჰოვა ღმერთი — დიადი მწყემსია, რომელიც მოწიწებით ზრუნავს თავის მსახურებზე, თითქოს და როგორც უწყინარ ცხვრებზე.
ღმერთის მსახურებზე ფსალმუნი 94:7-ში ნათქვამია, როგორც სიმბოლურ ცხვრებზე, ჩვენ მასში ვკითხულობთ: „რამეთუ ის [იეჰოვა] ჩვენი ღმერთია, ჩვენ კი ხალხი მისი სამწყსოსი. და ცხვარი მისი ხელქვეითი.“ ზოგიერთი შეიძლება მოითხოვდეს ,რომ ფსალმუნმომღერალი უნდა ამბობდეს: „ცხვრები მისი სამწყსოსი“ და „ხალხი მისი ხელქვეითი“. მაგრამ აქ პირიქით არის ნათქვამი, ისე რომ თავად იეჰოვას მსახურებს ეწოდებათ ცხვრები. ჩვენ ვხარობთ იმის გამო, რომ ღმერთი გვმწყემსავს და დავყავართ თავისი მოსიყვარულე ხელით.
იეჰოვას ძე, იესო ქრისტე არის — მწყემსი კეთილი. იგი ხშირად ლაპარაკობდა ადამიანებზე, როგორც ცხვრებზე. მაგალითად იესომ მოიხსენია „მცირე სამწყსო“ და თავისი „სხვა ცხვრები“ (ლუკა 12:32; იოანე 10:14–16). თავისი თვინიერი ცხვრისმაგვარი მოწაფეების შესახებ, იესომ თქვა: „ჩემი ცხვრები ჩემს ხმას ისმენენ; და მე ვიცნობ მათ; და ისინი მე მომყვებიან. მე მათ საუკუნო სიცოცხლეს ვაძლევ, და არ დაიღუპებიან საუკუნოდ და ჩემი ხელიდან ვერავინ წამგლეჯს“ (იოანე 10:27, 28). კეთილსასურველი მმართველის ხელში ქვეშევრდომნი სრულ სარგებელს იღებენ მისი ძალისაგან, კეთილგანწყობილების, ხელმძღვანელობისა და დაცვისაგან (გამოცხადება 1: 16–20; 2:1).
არავის არ შეუძლია ჭეშმარიტად ცხვრისმაგვარი ადამიანების წაგლეჯა, იესოს დამცველი ხელიდან. დღეს იესო ქრისტე ადამიანებს ყოფს „თხებად“, — რომელთაც არა აქვთ მისი მოწონება, და „ცხვრებად“ — რომელთაც ექნებათ მარადიული სიცოცხლე ღმერთის ზეციური სამეფოს ქვეშ (მათე 25:31–46). აღმოჩნდები თუ არა შენც ერთ-ერთი კურთხეული ცხვართაგანი?
[სურათის საავტორო უფლება 32 გვერდზე]
Garo Nalbandian