მათ თითებზე კვლავ შესამჩნევი გახდა ბეჭდები
„დახედე ჩემს თითებს. შეამჩნიე რაიმე ცვლილება?“ — ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ მამაკაცმა ხელი უჩვენა იეჰოვას მოწმე ქალს, რომელმაც დახედა მას და მაშინვე შეამჩნია, რომ მამაკაცს აღარ ეკეთა ნიშნობის ბეჭედი. მან აუხსნა, რომ ის და მისი მეუღლე ვეღარ უგებდნენ ერთმანეთს, რის გამოც განქორწინება გადაწყვიტეს. „არა!“ — თქვა მოწმე ქალმა, — ინებეთ ეს წინგი და წაიკითხეთ. ის დაგეხმარებათ ქორწინებასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრაში“. ამ სიტყვების თქმისთანავე ბიბლიაზე დაფუძნებული წიგნ „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნების“ ეგზემპლარი მისცაa.
რამდენიმე დღის შემდეგ მამაკაცმა მშვენიერ გუნებაზე მიაკითხა მოწმეს. მან მოწმეს თავისი ხელი აჩვენა; მას ისევ ეკეთა ნიშნობის ბეჭედი. მამაკაცმა უთხრა, რომ მან და მისმა მეუღლემ წაიკითხეს წიგნი „შემეცნება“ და ახლა ისინი ძალიან ბედნიერები არიან. ამ წიგნის დახმარებით მათ თითებზე, კვლავ შესამჩნევი გახდა ბეჭდები.
ბიბლიური რჩევების გათვალისწინება ეხმარება ცოლ-ქმარს ერთმანეთისადმი ნამდვილი სიყვარულის გამოვლენაში. ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ ბიბლიის ავტორი ჩვენი შემოქმედია, რომელიც ამბობს: „მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, დამმოძღვრავი სასიკეთოდ, სავალ გზაზე შენი წარმმართველი“ (ესაია 48:17).
[სქოლიო]
a გამოცემულია საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ.