ვიდეოფილმი, რომელიც ახალგაზრდების გულს ეხება
ბევრი ახალგაზრდა სერიოზულად დაფიქრდა თავის საქციელზე მას შემდეგ, რაც უყურა ვიდეოფილმს „ახალგაზრდების შეკითხვები — როგორ შევიძინო ნამდვილი მეგობრები?“a. ამ ვიდეოფილმში ბიბლიაზე დაფუძნებული გონივრული რჩევა-დარიგებებია მოცემული და ახალგაზრდა ქრისტიანები პირად გამოცდილებას გვიზიარებენ. მასში აგრეთვე ნაჩვენებია თანამედროვე დრამა, რომელიც ბიბლიაში ჩაწერილ დინას შემთხვევაზეა აგებული (დაბადება, თავი 34). აი, როგორ გამოეხმაურნენ მექსიკელი ახალგაზრდები ამ ვიდეოფილმს:
მარტა გვიყვება: „ეს ვიდეოფილმი ძალიან შეეხო ჩემს გულს. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ზუსტად ჩემთვის გადაიღეს. საკმარისად მიმაჩნდა, ჩემს მასწავლებლებსა და თანაკლასელებს მხოლოდ ის სცოდნოდათ, რომ იეჰოვას მოწმე ვიყავი. არ ვცდილობდი, რომ ეს მათთვის ქადაგებით დამემტკიცებინა. მადლობელი ვარ იეჰოვას მიერ მოწოდებული ნებისმიერი ინფორმაციისთვის და განსაკუთრებით ამ ვიდეოფილმისთვის, რომელმაც ასე ძლიერ იმოქმედა ჩემზე“.
ხუან კარლოსმა ასეთი რამ თქვა: „ეს ვიდეოფილმი ნამდვილად დამაფიქრებელია. ახალგაზრდული დაუდევრობის გამო შეცდომები დავუშვი და ამ დრამამ დამანახვა ჩემი ზოგიერთი სისუსტე. რამდენიმე წლის წინათ გაორებულ ცხოვრებას ვეწეოდი, მაგრამ მივხვდი, რომ ასეთი ცხოვრების წესი ცუდი შედეგების მეტს არაფერს მომიტანდა. ამ ვიდეოფილმის ნახვის შემდეგ მტკიცედ გადავწყვიტე, რომ ყოველთვის იეჰოვას ერთგული ვიყო“.
სულემი აღიარებს: „როდესაც ამ ვიდეოფილმს ვუყურე, შინაგანად ძალიან ავღელდი. ცოტა ხნის წინ ბიბლიის კითხვა მივატოვე და ლოცვითაც იშვიათად მივმართავდი იეჰოვას. ამ ფილმში ახალგაზრდების მიერ გამოთქმული აზრების მოსმენამ აღმძრა, რომ კვლავ დამეწყო ბიბლიის შესწავლა და კვლავაც მიმემართა იეჰოვასთვის ლოცვით“.
ახალგაზრდები დღეს ბევრ სირთულეს ხვდებიან. მათ მიერ არჩეულ მეგობრებს ხშირად დიდი გავლენის მოხდენა შეუძლიათ იმაზე, თუ როგორ წარიმართება მათი ცხოვრება (ფსალმუნები 25:4; იგავები 13:20). ვიდეოფილმი „ახალგაზრდების შეკითხვები — როგორ შევიძინო ნამდვილი მეგობრები?“ ბევრს ეხმარება სწორი გადაწყვეტილების მიღებაში მეგობრების არჩევასთან დაკავშირებით.
[სქოლიოები]
a მომზადებულია იეჰოვას მოწმეების მიერ (ინგლ.).