გიწვევთ...
მართავს ღმერთი დღეს მსოფლიოს?
სტიქიური უბედურებები, სასიკვდილო დაავადებები, კორუფცია, ტერაქტები, ომები და დამნაშავეობა — დღე ისე არ გავა, რომ ამის შესახებ ახალი ამბავი არ მოვისმინოთ. მიუხედავად იმისა, პირადად გეხებათ ეს ამბები თუ არა, რთულია მათ შემხედვარეს არ დაგებადოთ კითხვა: საით მიექანება მსოფლიო და გაუმჯობესდება თუ არა ოდესმე მდგომარეობა?
ამ საკითხთან დაკავშირებით მთელ მსოფლიოში, 200–ზე მეტ ქვეყანაში, იეჰოვას მოწმეები ყველას სთავაზობენ, მოისმინონ დროული მოხსენება, რომლის სათაურია: „მართავს ღმერთი დღეს მსოფლიოს?“ ამ მოხსენებაში განხილული იქნება, თუ რას ამბობს და რას გვპირდება ღმერთი თავის უტყუარ წიგნში, ბიბლიაში, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა:
აინტერესებს ღმერთს, თუ რა ხდება დედამიწაზე?
რას ფიქრობს ის კაცობრიობის შესახებ?
აღელვებს მას თქვენი კეთილდღეობა?
მსოფლიოს უმეტეს ნაწილში ეს მოხსენება წარმოითქმება 2006 წლის 30 აპრილს, კვირას, იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზებში. თქვენს მახლობლად მცხოვრები იეჰოვას მოწმეები სიამოვნებით გეტყვიან დარბაზის მისამართსა და შეხვედრის დროს.
გულითადად გიწვევთ ბიბლიაზე დაფუძნებულ ამ მოხსენებაზე, რომელიც დამაკმაყოფილებელ პასუხს გაგცემთ კითხვაზე: მართავს ღმერთი დღეს მსოფლიოს?