ახალგაზრდებისთვის
როგორ გავუძლოთ ცდუნებას?
იოსები — ნაწილი I
მითითებები: ეს სავარჯიშო მშვიდ გარემოში გააკეთე. ბიბლიური მუხლების კითხვისას წარმოიდგინე, რომ მოვლენები შენ თვალწინ ვითარდება. რას ხედავ? რა გესმის? რას იგრძნობდი მოქმედ პირთა ადგილზე?
მოქმედი პირები: იოსები, ფოტიფარის ცოლი.
მოკლე მიმოხილვა: იოსებმა გაუძლო ცდუნებას და გაექცა ფოტიფარის ცოლს, რომელმაც სქესობრივი ურთიერთობა შესთავაზა.
1 წარმოიდგინე, რა გარემოში ვითარდება მოვლენები. წაიკითხე დაბადების 39:1—12.
როგორ წარმოგიდგენია ფოტიფარის უზარმაზარი და მდიდრული სახლი?
․․․․․
შენი აზრით, როგორი გარეგნობა ექნებოდა იოსებს? (მინიშნება: კიდევ ერთხელ წაიკითხე მე-6 მუხლი)
․․․․․
შენი აზრით, რა გრძნობით ეტყოდა იოსები ფოტიფარის ცოლს სიტყვებს, რომლებიც მე-8 და მე-9 მუხლებშია ჩაწერილი?
2 გამოიკვლიე
რა შემთხვევაში შეიძლება, აჰყოლოდა იოსები ცდუნებას და ჩაედინა უზნეობა? (მინიშნება: წაიკითხე ფილიპელების 2:12 და დაფიქრდი, რა მდგომარეობაში იყო იოსები. მაგალითად, სად იყვნენ იმ დროს იოსების ოჯახის წევრები და მისი თანამორწმუნეები, რომლებიც მასავით იეჰოვას თაყვანისმცემლები იყვნენ?)
․․․․․
შენი აზრით, რატომ ფიქრობდა იოსები, რომ მრუშობა ღვთის თვალში ცოდვა იყო მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ჯერ კიდევ არ არსებობდა კანონი მრუშობის წინააღმდეგ? (მინიშნება: წაიკითხე და დაფიქრდი შემდეგ მუხლებზე: დაბადება 2:24; 12:17, 18; რომაელები 2:14, 15; ებრაელები 5:14).
․․․․․
3 მოიქეცი ნასწავლის შესაბამისად. ჩამოწერე, რაც ისწავლე . . .
იმის შესახებ, თუ რაოდენ მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული თავშეკავება და ღირსება.
․․․․․
კურთხევებზე, რომლებსაც იღებენ ისინი, ვინც ღვთის ზნეობრივ ნორმებს იცავს.
․․․․․
იმის თაობაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია „აღქმის უნარის“ გაწაფვა (ებრაელები 5:14).
․․․․․
საფიქრებელი კითხვები
ცხოვრების რომელ სფერო(ებ)ში უნდა გამოავლინო სიმტკიცე და რატომ მოითხოვება ეს განსაკუთრებით მაშინ, როცა უზნეობის ჩადენის ცდუნების წინაშე დგახარ? (მინიშნება: წაიკითხე და დაფიქრდი შემდეგ მუხლებზე: იობი 31:1; ფსალმუნი 119:37; ეფესოელები 5:3, 4).
․․․․․
4 რა იყო შენთვის ყველაზე საინტერესო ამ ბიბლიური მონაკვეთიდან, და რატომ?
․․․․․
თუ არა გაქვს ბიბლია, შეგიძლია სთხოვო იეჰოვას მოწმეებს ან წაიკითხო ვებ-გვერდზე www.watchtower.org