მსახურება, რომელიც თავმდაბლობას მოითხოვს
1 ღვთის სიტყვა მოგვიწოდებს: „[იყავით] თავმდაბალნი. ნუ მიაგებთ ბოროტს ბოროტის წილ . . . პირიქით, აკურთხეთ“ (1 პეტ. 3:8, 9). რა თქმა უნდა, ეს რჩევა სამქადაგებლო მსახურებასაც ეხება. მართლაც, ქრისტიანული მსახურება შეიძლება ჩვენი თავმდაბლობის გამოცდა გახდეს.
2 თავმდაბლობა უსიამოვნო სიტუაციების თავიდან არიდებაში გვეხმარება. ქადაგებისას ვესაუბრებით უცხო ადამიანებს, რომლებთანაც დაუპატიჟებლად მივდივართ, და ზოგიერთი მათგანი არაკეთილსასურველად რეაგირებს. ასეთი დამოკიდებულების მიუხედავად, ქადაგება თავმდაბლობას მოითხოვს. ერთ, განსაკუთრებით რთულ ტერიტორიაზე ორი პიონერი და ყოველდღე ქადაგებდა კარდაკარ და ორი წლის განმავლობაში არავინ გაუღო კარი! მიუხედავად ამისა, ისინი განაგრძობდნენ მსახურებას და დღეს იმ ტერიტორიაზე ორი კრებაა.
3 როდესაც უხეშად გვპასუხობენ. თავმდაბლობა დაგვეხმარება, იესოს მივბაძოთ, როდესაც ვინმე უხეშად ან უზრდელად გვეპყრობა (1 პეტ. 2:21—23). ერთ სახლში ქრისტიანი და გამოლანძღეს ჯერ ცოლმა, შემდეგ კი ქმარმა და მოსთხოვეს, გასცლოდა მათს საცხოვრებელს. დამ, უბრალოდ, გაიღიმა და უთხრა: „იმედი მაქვს, რომ სხვა დროს შევძლებთ საუბარს“. ამან ისეთი ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა ამ წყვილზე, რომ მოგვიანებით მოუსმინეს სხვა დას, რომელიც მათთან მივიდა და დასთანხმდნენ, რომ სამეფო დარბაზში შეხვედრას დაესწრებოდნენ. ამ წყვილის მიერ გამოლანძღული და გულთბილად მიესალმა მათ და ესაუბრა სხვადასხვა ბიბლიურ საკითხზე. ჩვენც შევძლებთ მოწინააღმდეგეების გულის მოლბობას, თუ „სიმშვიდით და მოწიწებით“ მოვეპყრობით მათ (1 პეტ. 3:15; იგავ. 25:15).
4 ვერიდოთ ქედმაღლობას. ბიბლიის ცოდნა არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ ხალხს ზემოდან დავყურებდეთ ან უდიერად მოვიხსენიებდეთ (იოან. 7:49). ნაცვლად ამისა, ღვთის სიტყვა გვირჩევს, რომ ‘არავინ დავძრახოთ’ (ტიტ. 3:2). თუ თავმდაბლები ვართ, იესოს მსგავსად, სხვებზე გამომაცოცხლებლად ვმოქმედებთ (მათ. 11:28, 29, აქ). თავმდაბლობა ჩვენს ცნობას უფრო მიმზიდველს ხდის.
5 მართლაც, თავმდაბლობა გვეხმარება, რომ რთულ ტერიტორიებზეც კი არ შევწყვიტოთ ქადაგება. მას შეუძლია გული მოულბოს მოწინააღმდეგეებს და ხალხი სამეფოს შესახებ ცნობის მოსასმენად მოიზიდოს. ყოველივე ზემოთქმულთან ერთად, ეს სიამოვნებს იეჰოვას, რომელიც „თავმდაბლებს მადლს ანიჭებს“ (1 პეტ. 5:5).